სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0202.JPG

ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო!

სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა სოფელში არსებულ რესურსს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ვერტყვიჭალაში ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული საბავშვო ბაღი აშენდება.

აღსაზრდელები დროებით, ალტერნატიულ ფართში არიან გადაყვანილი. მათთვის განკუთვნილი ოთხი ოთახი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს.

სკოლამდელი აზრდის დაწესებულების მშენებლობა 2020 წელს დასრულდება და 2020-21 სასწავლო წელს ვერტყვიჭალელი აღსაზრდელები ახალ ბაღში დაიწყებენ სწავლას.

პროექტის ღირებულება 700 000 ლარია, საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 

 
ნანახია: 4828 - ჯერ