სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/78246481_2630248860367721_3095643651921936384_o.jpg

საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს.

 საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა.

 ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავებას სხვადასხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესასრულებლად დამატებით ესაჭიროება
9000 ლარი, რომლის შევსებაც შესაძლებელია სოფლის მეურნეობის 2019 წლის დაფინანსების ხარჯებიდან.

ასევე, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას დაბის საკათედრო ტაძრის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოების შესასრულებლად დამატებით ესაჭიროება 15 000 ლარი;

ხოლო, მუნიციპალიტეტის მერიას კი 2019 წლის კომუნალური და სამივლინებო ხარჯებისათვის დამატებით - 7000 ათასი ლარი, აქედან, 5 000 ლარი -
ელექტროენერგიის და 2 000 ათასი ლარი მივლინების ხარჯში.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა სხდომაზე აღნიშნა, რომ რელიგიისა და მერიის ხარჯების შევსების წყაროდ გამოყენებული იქნება ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მიღებული დამატებითი შემოსავალი 22 000 ლარის ოდენობით.

საკითხის განხილვისას ბიუროს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხს დეპუტატები საკრებულოს 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.

ნანახია: 4905 - ჯერ