სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789_1.JPG

ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

დაბა ხარაგაულში, სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას.

ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.

 საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს.
საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახიც.

 პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“.
საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხარაგაულში 2020 წლის ივნისში დასრულდება.

აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ე.წ. „სოფლის სახლები“ უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.

ნანახია: 4663 - ჯერ