სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0390.JPG

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ნინო ყიფიანი გახდა

29 ოქტომბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 75-მა მოსწავლემ გადალახა. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაბის მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა, მესამე ეტაპი კი, 2020 წელს გრანდიოზული ფინალით დასრულდება, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონელს გამოავლენს.

2019-2020 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონი“ მოსწავლე მარელისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი, ნინო ყიფიანი გახდა.

მეორე ადგილზე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა გაგოშიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გელაშვილმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

დღევანდელი კონკურსით საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ასევე, გიგა ბერაძე, მარიამ ყურაშვილი, მარიამ რიკაძე, თამთა პავლაძე, ნიკა მაჩიტაძე და ელენე ჩიჩილიძე.

პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“ (ხარაგაულის გიმნაზია) საბა ებანოიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
ინტელექტ- ჩემპიონატ “ეტალონის“ ღონისძიებას ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ჟანა ნემსაძე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.

ნანახია: 4140 - ჯერ