სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/75220704_933766770327626_1040077080059969536_n.jpg

ლეღვანში, ბურჯანაძეების უბანში, დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანში, ბურჯანაძეების უბანში, დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. საავტომობილო ხიდი ბურჯანაძეების უბანში, მიმდინარე წლის ივნისში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ დააზიანა. ამ ეტაპზე სრულდება დროებითი ხიდის მოწყობა, რომელიც მდინარე ლეღვნულაზე იმ დრომდე იქნება, ვიდრე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა არ დაიწყება.  
რაც შეეხება ახალი ხიდის მშენებლობას, როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ პროექტი მზადაა. მუნიციპალიტეტის მერია ელოდება თანხის გამოყოფას, რომლის მიღებისთანავე გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობა. ხიდის არარსებობა პრობლემას უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას. ხარაგაულის მერია მადლობას უხდის სამხარეო ადმინისტრაციას გამოჩენილი გულსიხმიერებისთვის, რომელთა შუამდგომლობითაც მოხდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის სახიდე კონსტრუქციის გადმოცემა, თხოვების წესით. რაც შეეხება, ასევე ივნისის სტიქიით დაზიანებულ სხვა ხიდებსა და ხიდ ბოგირებს, პროექტები მზადაა და ამ შემთხვევაშიც მერია ელოდება თანხი გამოყოფას. 

ნანახია: 4016 - ჯერ