სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789.JPG

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საიუჯეტო ცვლილება განიხილეს

15 ოქტომბერს გამართულ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად,  მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს,  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი  თანხა  6 045 741 ლარი შეუმცირდა 18 290 ლარით და განისაზღვრა  6 027 451 ლარით. როგორც გელაშვილი აღნიშნავს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შემოსული მომართვების საფუძველზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარების ხარჯებში  ვალდებულებების დასაფარავად   დამატებით საჭიროა   35 000 ლარი და სათნოების სახლის სუბსიდიის  ხარჯებში კვების ხარჯების შესავსებად   4 000 ლარი. ამ  ხარჯების შესავსებად სოციალური პროგრამებში მოხდეს ცვლილება ქვეპროგრამებს შორის და შესაბამისად იქნას თანხები გადატანილი.

მოხსენებით ბარათში საუბარი იყო ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე. ორგანიზაციას სუფსიდირების სახით ესაჭიროება   45 710 ლარი.  აქედან 20 710 ლარი იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის,  ძველი საკანალიზაციო სალექარების განმონტაჟებისა და ახალი სალექარების მოსაწყობად  18 000 ლარი და საწვავ-საცხები მასალების შესაძენად 7 000 ლარი.

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ წარმოდგენილ ცვლილებაში საუბარი ესებოდა მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილის კაპიტალურ რემონტს, რომლისთვისაც 10 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   განისაზღვრა 16 770 420  ლარით, ხოლო  გადასახადები  21 459 820 ლარით.

მოხსენებითი ბარათის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ სამსახურის შეფასებისას სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც წარმოდგენილი საკითხი ადასტურებს. მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ცვლილება არაა დასაბუთებული. ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალურ ხარჯებზე,  დაინტერესდა თუ რატომ ითხოვს სათნოების სახლის თანხის დამატებას ამ თანხით ხომ არ იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების მატება?

როგორც სათნოების სახლის დირექტორი გოგიტა ჩიჩილიძე განმარტავს, უფასო სასადილოს დაემატა სამი ბენეფიციარი და სულ 74 პიროვნებას ემსახურება. ჩიჩილიძემ ასევე აღნიშნა, რომ თანხის დამატება ფასების ზრდამაც გამოიწვია. რაც შეეხება თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ზრდას, სათნოების სახლის  დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი რამ მიმდინარე წელს არ იგეგმება.

კითხვები იყო დასუფთავების სამსახურის სუბსიდირებათან დაკავშირებით, რომელსაც ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ფურცელაძე პასუხობდა. ა(ა)იპ-ის დირექტორი აცხადებს,  რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები კონტეინერების დაცლა და შესაბამის ადგილზე განთავსება ხშირად ხდება და ყოველივე ეს საწვავის ხარჯს ზრდის.

ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილის კაპიტალური რემონტისათვის 10 000 ლარის დახარჯვა არასწორია. იგი ამბობს, რომ ამ თანხით უმჯობესი იქნებოდა ახალი,  მაღალი გამავლობის,  ავტომობილის შეძენა.

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე;

 მომხს: გივი კურტანიძე

„ა(ა)ი.პ. ე.კიკნაძის სახელობის  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისათვის“  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორის სკოლა-პანსიონში N2- შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე მდებარე 227 კვ.მ, ფართის სარგებლობის უფლებით, (უსასყიდლო უზურფრუქტი ფორმით ) არსებობის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერითვის თანხმობის მიცემის შესახებ

 მომხს: ჯაბა ბერაძე

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დეპუტატები წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებიT  ამის შესახებ ცნობილი 15 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდება.

ნანახია: 4355 - ჯერ