სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0302.JPG

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტები მზადაა

ხარაგაულის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხარაგაულში  24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენაზე ისაუბრეს.

კერძოდ, კომპანიას უკვე მზად აქვს პროექტები, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში ე.წ „წყალკანალის“ ტერიტორიაზე ახალი ჭაბურღილების მოწყობა და სტიქიით დზიანებული ლეღვნის წყლის მაგისტრალის აღდგენა მოხდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების სამსახურის უფროსის, ნიკა კახიძის ინფორმაციით, ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის სათავე ნაგებობის აღდგენასთან ერთად ხარაგაულში აუცილებელია ალტერნატიული ჭაბურღილების მოწყობა, რადგან როგორც ცნობილია ძლიერი ნალექის დროს ლეღვნის წყალი იმღვრევა, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება უწყდება.

რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, საპროექტო ორგანიზაცია ვერ მივიდა იმ წერტილამდე საიდან ხდება ლეღვნის წყლის ამღვრევა. რეალურად ეს არის ბუნებრივად, მიწისქვეშ კარსტული წარმოშობის წყალი, რომელსაც საიდანღაც ემატება უხვი ნალექის შედეგად მთიდან წამოსული ნიაღვრის წყალი და ხდება ამღვრევა.

გამომდინარე აქედან, კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად თანხმდება შემდეგზე: ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის იმუშავებს ორი სათავე ნაგებობა, უხვი ნალექსი დროს გაითიშება ლეღვნის სათავე და ჩაირთვება ხარაგაულის ალტერნატიული ჭაბურღილი.   

ამ ეტაპზე ორ მხარეს შორის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

ნანახია: 4910 - ჯერ