სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0218.JPG

ნიკოლოზ თოფურიძე: არცერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდება!
მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სკოლებში მიმდინარე სამუშაოებზე პირადად ახორციელებს მონიტორინგს. მისი ინფორმაციით, არცერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით 410 000 ლარი გამოეყო. რეაბილიტაცია უტარდება რვა საჯარო სკოლას, რომლის ფარგლებშიც რემონტედება საკლასო ოთახები, იცვლება იატაკი და ჭერი, ეწყობა სველი წერტილები.

ნანახია: 4689 - ჯერ