სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0273.JPG

რა გაკეთდა კიცხში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

2019 წელს, სოფელ კიცხში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო! 
 წელსვე, სოფელში შენდება ახალი საჯარო სკოლა! 
 კიცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 2013 წელს აშენდა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 7 ადგილობრივი.
2014 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის, 4 კმ-იან მონაკვეთს.
2015 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, მოეწყო ასევე, კიცხის ახლადაშენებული ეკლესიის გალავანი. ამავე წელს, სოფლის პროექტებით მოეწყო წყლის სისტემა სოფელ თეთრაწყაროში, ე.წ. ოკიშურას უბანში და ლურსმანაშვილების უბანში. ასევე, გაკეთდა წყლის ჭაბურღილი საქარიქედზე. 
2016 წელს, სოფელ კიცხში აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს სხვადასხვა სერვისებზე მომსახურება. 
 2017 წელს ბეტონის საფარი მოეწყო საქარიქედის ცენტრალურ გზაზე, 1 300 მეტრიან მონაკვეთზე. ამავე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრაწყაროში სასოფლო გზის 400 მეტრიან მონაკვეთს.
2018 წელს მობეტონდა სოფელ ბორის ცენტრალური გზა 2 000 მეტრზე და კიცხის მდინარაძეების უბანი - 2 560 მეტრზე.
 2019 წელს, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი სოფლის გზის რეაბილიტაცია დასრულდა!
ბეტონის საფარი მოეწყო საქარიქედიდან, კიცხის იგორეთისკენ მიმავალ გზაზე (1 200მ), რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავალიშვილების უბანში 1 300 მეტრიან მონაკვეთს და თეთრწყაროში სოფლის ცენტრალური გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთს. წელს სტიქიის ფონდით მოწესრიგდა ასევე, გზა სოფელ კიცხში მიქიაშვილების უბანში. 
სტიქიის ფონდით, ამჟამად, კიცხში, მიქიაშვილების, ჯიმშიაშვილები და ნიქაბაძეების უბნებში ამორტიზებულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. 
 კიცხის ცენტრალურ გზაზე ხარაგაულიდან საქარიქედამდე და ბორიდან კიცხის მიმართულებით დამონტაჟებულია გარე განათების ქსელი. 
 კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლები კიცხი, კიცხის იგორეთი, ბორი, საქარიქედი და თეთრაწყარო შედის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და არამიგრაციული თემია. მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანს აჭარბებს. 

ნანახია: 4876 - ჯერ