სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0288.JPG

ხარაგაულს ლეღვნის გზის აღსადგენად თანხა გამოეყო

საქართველოს მთავრობის №1635 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სტიქიით დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციოდ, პირველ ეტაპზე, 270 ათასი ლარი გამოეყო. 
ხარაგაულის მერიამ თანხის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოაცხადა ტენდერი ლეღვნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. ელექტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღების ბოლო ვადა 30 ივლისია. 
ტენდერში გამოვლენილი კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში ვალდებულია დიწყოს გზის აღდგენითი სამუშაოები. 
პროექტის სატენდერო ღირებულება 159 370 ლარია, რომლის ფარგლებში აღდგება გზის დაიზანებული საფარი და მდინარე ლეღვნულას ნაპირზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა გაბიონები. 
აქვე გაცნობებთ, რომ 7-12-16 ივნისის სტიქიით დაზიანებული სხვა ინფრასტრუქტურის, ხიდების, ხიდბოგირების და გზების აღსადგენად მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით(120 000 ლარი) საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდება. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული. 
ამ დროისთვის სოფელ ლეღვანში შეგიძლიათ შემოვლითი გზით გადაადგილდეთ, რომელიც ცენტრალური გზის გასწვრივ, მდინარის ნაპირზე, 500 მეტრის მანძილზეა მოწყობილი. 

ნანახია: 4993 - ჯერ