სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0440.JPG

რა გაკეთდა ნადაბურში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული სოფელ ნადაბურსა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისს აერთიანებს.  

ნადაბური ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულში, სადაც 2014 წლის მონაცემებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებაა დაფიქსირებული. იმ დროისთვის ადმინისტრაციულ ცენტრში 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 2019 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 500-ს მიაღწია.

2014 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნადაბურში, ძამულის, ჭალის და ქვრივიშვილების უბანში, მგზავრთა მოსაცდელები მოეწყო. 

2017 წელს სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 6 ადგილობრივი.

წლების განმავლობაში ნადაბურის მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ამორტიზებული ცენტრალური საავტომობილო გზა, რომლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო 2018 წელს და ამ დროისთვის, 5,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტი ითვალისწინებს, ცხაურების, სანიაღვრე არხების, მილხიდების და გვერდულების მოწყობას. პროექტის ფარგლებში კეთდება ასევე 12 მეტრიანი გაბიონი მდინარე ძირულას ნაპირზე.

2018 წელს, სოფლის ცენტრში, მდინარე ძირულაზე აშენდა ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი, რომლის უქონლობაც ადიდებული მდინარისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

2019 წელს აშენდა სამი ახალი ხიდბოგირი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი ბონდის ხიდს ძამულის უბანში. მოძველებული ხიდბოგირები საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის გადაადგილებას და წლების განმავლობაში აღნიშნული პრობლემა მწვავედ იდგა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინაშე.

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაოები სოფელ გოლისში და ძამულის უბანში.

2019 წელს დაიწყო სოფელ ნადაბურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ,  საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. პროექტის მომზადების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს გზის მშენებლობის მიზნით გამოაცხადებს. საუბარია ლიჩი-ნადაბურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაზე, რომლის დასრულებაც 2020 წელს იგეგმება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ გოლისის ცენტრალურ გზას, ბოლო 5 წლის განმვალობაში პერიოდულად უტარდება რეაბილიტაცია. სოფლის გზა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს და იქ ბეტონის საფარის მოწყობა ვერ ხერხდება.

ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული ზ.დ. 760 მეტრზე, ხარაგაულიდან 53 კილომეტრში, მდინარე ძირულას მარცხენა სანაპირზე მდებარეობს.

ნანახია: 4479 - ჯერ