სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghnj.JPG

საკრებულომ მერიის სამსახურების ანგარიში მოისმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მორიგ  სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

წარდგენილი საკითხებიდან უმრავლესობის გადაწყვეტილებით კენჭისყრის შედეგად დადებითად მხოლოდ 5 მათგანი შეფასდა.

სხდომაზე დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს და უარყოფითად შეაფასეს მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის  ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა აფრასიონ ლურსმანაშვილმა წარადგინა.

სხდომაზე, ასევე, საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს   ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების  მართვის სააგენტოსათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე სართულზე არსებული ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საჭიროა განისაზღვროს ვადა თუ რამდენი ხნით უნდა მოხდეს აღნიშნულ ა(ა)იპ-ზე ფართის გადაცემა და შემდეგ შემოიტანოს მერიამ საკრებულოში საკითხი განსახილველად.

დეპუტატები ასევე არ დაეთანხმნენ სოფელ თეთრაწყაროში ყოფილი ფერმის შენობის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში დამატების საკითხს. როგორც სხდომაზე  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ განმარტა, აღნიშნული საკითხი განხილული იყო  კომისიის სხდომაზე, ასევე,  სოფლის მოსახლეობასთანაც მოაწყო შეხვედრა, სადაც ადგილობრივებმა მხარი არ დაუჭირეს აღნიშნული ადგილის პრივატიზებას. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კომისიამ უარყოფითი შეფასება მისცა საკითხს.

სხდომაზე დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცა შემდეგ საკითხებს:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა   სამსახურის  მიერ   გაწეული მუშაობის  ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

მომხსენებელი: ირინე ჩხეიძე                                                                                      

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: ნანა კიკნაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 სექტემბრის N85 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების ნებართვების გაცემის უფლებამოსილების  მერისათვის გადაცემის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხსენებლი: აფრასიონ ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

ნანახია: 5548 - ჯერ