სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0254.JPG

ხარაგაულის 78 სოფელში 192 პროექტი განხორციელდება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა.

პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, სოფლის საერთო კრება ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში, რომელსაც უშუალოდ ხარაგაულის მერი და მერის მოადგილეები წარმართავდნენ.

მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები სოფლის კრებებზე განიხილა და პრიორიტეტული საკითხები თავად აირჩია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ღია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ფარული კენჭისყრით აირჩა.  

მარტის თვეში 78-ივე სოფელში მომზადდა პროექტები, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა და წარედგინა საკრებულოს დასამტკიცებლად. საერთო ჯამში 192 პროექტიდან მეტი წილი წყლის სისტემებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე გარე განათების ქსელის მოწყობას და  წისქვილების რეაბილიტაციას გულისხმობს.

სოფლის პროექტების განხორციელებაზე ტენდერები არ ცხადდება, სამუშაოები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ჩატარდება.

გაცნობებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს განახლდა, რომლის ფარგლებში ხარაგაულს 860 000 ლარი გამოეყო.  

ნანახია: 4135 - ჯერ