სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hkjlg%2Cbjnm%2C_1.jpg

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ვარძიის გუნდმა მოიპოვა

"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს: ხარაგაულის სასულიერო გიმნაზის, მესამე საჯარო სკოლის, ბორითის, ზვარის, ვარძიის, ხიდრის, ბორის სკოლა პანსიონის, კიცხის და ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდებმა.
6 მარტს პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ვარძიის საჯარო სკოლამ  ბორითის გუნდი ანგარიშით 4:0 დამარცხა, ხოლო მეორე ნახევარფინალი ხიდრისა და N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც დაბის სკოლის გამარჯვებით 3:1 დამთავრდა.

7 მარტს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის ვარძიისა და  N3 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ვარძიის გუნდის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.

მონაწილე გუნდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ნანახია: 7584 - ჯერ