სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjcg.jpg

მუსიკალური ბენდი „გრავე“ და საგაზაფხულო კონცერტი ხარაგაულში

6 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში მერიის კულტურის სამსახურისა და სამუსიკო სკოლის ერთობლივი სარვამარტო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ცოცხალი მუსიკით აფორმებდა სამუსიკო სკოლასთან არსებული მუსიკალური ბენდი „გრავე“, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა გია კურტანიძე. ასევე, მონაწილეობდნენ სალომე კვირიკაშვილი, მარიამ მანჯავიძე, თამთა კიკნაძე, ლიზი და ქრისტინე ლაცაბიძეები, ნიცა ზუმბაძე, ნინი ჩერქეზიშვილი, გიორგი მაქაძე, გოგონათა გუნდი და ჯგუფი „ედელვაისი“.

კონცერტი  მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს მიჰყავდა.

ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა, რომელმაც ხარაგაულელ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა და მადლობა გადაუხადა კონცერტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ასეთი სასიამოვნო დღისთვის.

კონცერტის დაწყებამდე კინოთეატრის ფოიეში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ასევე, ქალთა ნამუშევრების გამოფენა  მოეწყო.

ნანახია: 5721 - ჯერ