სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfygjhnch.jpg

ხარაგაულში ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა

8 თებერვალს ხარაგაულის  ა(ა)იპ “სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში, ქართული  ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა  ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, ვანის, ოზურგეთის, ცაგერისა და საჩხერის გუნდებმა მიიღეს.

ჩემპიონატს ესწრებოდა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ოთარ ყურაშვილი.

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ტურნირის 6 წარმატებული მონაწილე თებერვლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით.

ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ:
35 კგ წონით კატეგორიაში:
პირველი ადგილი ომანაძე ლუკა (წყალტუბო).
მეორე ადგილი გრიგალაშვილი ვასო (ხარაგაული).
მესამე ადგილი გორგაძე გოგა (ზესტაფონი).
40 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი ჯუღელი გაგა (ზესტაფონი).
მეორე ადგილი კვატაშიძე ლომერი (ქუთაისი).
მესამე ადგილი გუმბერიძე რეზო (ქუთაისი).
45 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი ხიდაშელი თენგიზი(ზესტაფონი).
მეორე ადგილი კლდიაშვილი საბა (ზესტაფონი).
მესამე ადგილი სტანაძე გაგა (ქუთაისი).
50 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი გაბრიჭიძე ნიკა (ქუთაისი).
მეორე ადგილი მარკოიძე შაქრო (ვანი).
მესამე ადგილი ედიბერიძე შოთიკო (ქუთაისი).
55 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი თურმანიძე ბექა(ზესტაფონი).
მეორე ადგილი კოპალიანი ვლადიმერი (ცაგერი).
მესამე ადგილი კაპატაძე მათე (ქუთაისი).
60 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი გველესიანი საბა (წყალტუბო).
მეორე ადგილი ხურციძე ბეჟანი(ვანი).
მესამე ადგილი ჭუმბურიძე გიორგი (ზესტაფონი).
66 კგ წონით კატეგორია:
პირველი ადგილი ჩეჩელაშვილი რეზო (ქუთაისი).
მეორე ადგილი ცხვედაძე ლუკა (ხარაგაული).
მესამე ადგილი წვერავა გეგი(ზესტაფონი).
+66 კგ წონით კატეგორია.
პირველი ადგილი ნიქაბაძე რომეო (ქუთაისი).
მეორე ადგილი გავაშელაშვილი ზურა (თერჯოლა).
მესამე ადგილი გიორხელიძე მათე (წყალტუბო).

 

ნანახია: 7145 - ჯერ