სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/lkm.%2Cbnjm%2C.jpg

კიცხისა და ბორის მოსახლეობის პრიორიტეტები

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება.
სოფლის კრებები კიცხში და ბორში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის პრიორიტეტები შეარჩია. 

კიცხის მაცხოვრებლებმა 16 000 ლარით, ხმათა უმრავლესობით, საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, ასევე, ავალიშვილების, ჩხიკვაძეების და გიორგაძეების უბნებისთვის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა გადაწყვიტა. 
ბორის მოსახლეობისთვის 12 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფელმა მაჭავარიანების უბანში წყლის სისტემის მოწყობას, გზების მოხრეშვას და გარე განათების სისტემის ნაწილობრივ გაკეთებას დაუჭირა მხარი.

სოფლის კრებები ხარაგაულში 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

იხილეთ ოქმი

 

ნანახია: 4421 - ჯერ