სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/IMG_5876.jpg

საბავშვო ბაღებში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ჩატარდა

დღეს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში(დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ზღაპრები პატარებს მამებმა წაუკითხეს. 

N1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს, ზღაპარი გაბრიელ შარიქაძის მამამ, ლევან შარიქაძემ, წაუკითხა. მან პატარებს ანა კატერინა ვესტლის ზღაპარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო  მანქანა“ გააცნო.

პატარებს ასევე  ქართული ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაუკითხა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ანტონმა.

5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელმა კი- მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“, რომელიც აღსაზრდელებს ერეკლე კურტანიძის მშობელმა, გივი კურტანიძემ წაუკითხა.

კითხვის დასრულების შემდეგ ზღაპრის გმირები დახატა სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა და აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ჩართულებით მომავალშიც არა ერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.

 

ნანახია: 4756 - ჯერ