სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/DCGHKVHCMNCB.jpg

ხარაგაული - „სუფთა მუნიციპალიტეტი“

 2018 წლის შედეგების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისში გამართულ კონკურსზე „სუფთა რეგიონი“, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ წამახალისებელი სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაესწრნენ.  

კონკურსი - ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

 

 

 

 

ნანახია: 5805 - ჯერ