სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Happy_new_year_06463.jpg

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ხარაგაულში

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.

     1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი

     2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;

    3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;

    4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;

    5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,

    12:00  საათი;

    6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,

    15:00 საათი;

     7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;

    8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, -  29 დეკემბერი, 13 საათი.

    9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,

    13:00 საათი;

    10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.

    11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.

    12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.

    13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.

 

 

 

 

 

ნანახია: 6992 - ჯერ