სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/47432781_516969632117959_6742973224495087616_n_1.jpg

ბორითში განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე არჩილ მაღრაძესთან ერთად, საავტომობილო გზის,ხევი-უბისას მონაკვეთზე, განსახლების ზოლში მოყოლილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

განსახლების დეპარტამენტის უფროსის, მიხეილ უჯმაჯურიძის ინფორმაციით, ხევი-უბისას მონაკვეთზე, გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, 4 დეკმებერს, 19 ოჯახთან გაიმართა შეხვედრა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე მოსახლეობას დეტალურად განემარტა სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის ღირებულება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არცერთი ოჯახი არ დარჩება უკმაყოფილო.

დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციები გაუწიონ მოსახლეობას და პირადად მიაწოდონ ინფორმაცია განსახლების საკითხებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.

ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.

 

ნანახია: 5737 - ჯერ