სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjlkjhklhk%3Bkvbnm.jpg

იზა ვეფხვაძემ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სპექტაკლი გამართა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპექტაკლი - „მოყვასისათვის შეწირული“ წარადგინა.

სპექტაკლი დიდი ქართველ მეცნიერსა და  მოღვაწეს, მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი სამცხე_ ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრას  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ახალციხის სკოლების მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

 

 

ნანახია: 7508 - ჯერ