სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dsfgjhfdgjgjh.jpg

მუნიციპალიტეტის მერი ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილე, არჩილ მაღრაძესთან ერთად, სოფელ ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2019 წელს სოფელ ლეღვანში სკოლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაგრძელდება მარელისში. 
„ჩვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს მოსახლეობა პოზიტიურად ხვდება, თუმცა სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებია. სამასალე ხე-ტყესა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის მოსახლეობისთვის. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სრული დატვირთვით მუშაობენ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში“ - აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული მნიშვნელოვანი საკითხები 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ნანახია: 2100 - ჯერ