სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/sdfhgsxfgbxcvb.JPG

ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 „ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპზე ვერტყვიჭალაში 45 სკოლამდელი ასაკის ბავშვია და მზარდი კონტიგენტია. მომავალი წლიდან,  მათთვის ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და ინვენტარიც განახლდება. ჩვენთვის ბავშვებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტია“-  განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი 417 000 ლარით აფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი თანხის 5%-ს შეადგენს.

 

 

ნანახია: 5170 - ჯერ