სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0172.JPG

მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მერს შეხვდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  პროექტის ფარგლებში - „ჩვენ აქ ვართ“ შექმნილ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომიტეტში გაერთიანებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, რომელთაც კარგად ესმით მათთვის საჭირო და აუცილებელი მოთხოვნები.

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  ხელმძღვანელმა, რუსუდან გურგენიძემ მუნიციპალიტეტის მერს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად, წარუდგინა ის ინიციატივები რაც მათ ერთობლივად შეიმუშავეს.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  2019 წლის ბიუჯეტში.

 

ნანახია: 6175 - ჯერ