სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcgbncvbncvbn.JPG

ხარაგაულში პირველკურსელებს შეხვედრა მოუწყვეს

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ხარაგაულელ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მათთვის მოწყობილ კაფე-საღამოს დაესწრნენ.
2018 წელს ხარაგაულს 190 მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მათგან 94 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას.
გილოცავთ ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!

 

 

ნანახია: 7803 - ჯერ