სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/40648973_2112301505649167_5330171357705535488_n.jpg

უფასო სწავლება - ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანხმადაც ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება.
ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი უზრუნველყოფს, მოსახლეობას, სხვადასხვა პროფესიულ დარგებში უფასო სწავლებას სთავაზობს. ცენტრის ორგანიზებით ასევე, შესაძლებელი იქნება ტრენინგების მოდულების მომზადება და ჩატარება. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაციის, საქართველოს ფილიალის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანიზაციას, დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე, (სოლომონ მეფის #19ა, ყოფილი პოლიციის შენობა) ფართი 10 წლის ვადით, იჯარით, გადაეცა. ასოციაცია სრულად უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისთვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

ნანახია: 5558 - ჯერ