სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/1122_DSC0005.JPG

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

20 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ოთხი საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ  სართულზე  (220,05    კვმ. ფართობი  და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400   კვმ.) მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემას შეეხებოდა, დეპუტატებს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. ბიურომ აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარა და იმავე დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ფართის გადაცემაზე მერს თანხმობა მისცა.

ჯაბა ბერაძის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტში და უფასოდ გაიაროს ჭრა-კერვის, კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენებისა და სხვა კურსები. ორგანიზაციას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით, რაც კარგად ჩანს სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითზე.

განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ მისივე კომისიის, ასევე, იურიდიული, სამანდანტო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკისა და ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის  დასკვნა წარმოადგინა და აღნიშნა, „კომისიებმა მხარი დაუჭირეს, რომ მერიას მიეცეს თანხმობა, აღნიშნულ ორგანიზაციას, იჯარის ფორმით  გადაეცეს ფართი. 14 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ხეშეკრულების პროექტი, რაც დღეს გაგვაცნო, წარმოდგენილი არ ჰქონდა. მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია,  ასევე, ლეგიტიმური შეკითხვები იყო დასმული მანანა ტაბეშიძესთან, გაგვცეს პასუხები, დღეს კი მივიღეთ შესაბამისი  გადაწყვეტილება.”

საკრებულოს სხდომაზე, ასევე, იმყოფებოდა პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ ხელმძღვანელი, მანანა ტაბეშიძე, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ განათლების ცენტრი, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, იანვარში გაიხსნება და ის მიმართულებები იფუნქციონირებს, რომლებზეც მოთხოვნა იქნება.

სხდომაზე ბიუროს წევრებმა, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: გივი თხელიძე);

იხ. დანართი

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი);

იხ. დანართი

3. ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით (მომხს: თეა ბერიძე).

იხ. დანართი

აღნიშნული საკითხებს დეპუტატები 3 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

ნანახია: 4790 - ჯერ