სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kk.jpg
24/01/2024 11:30

25 იანვარს შეხვედრა ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს. 25 იანვარს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხევის, წაქვის, ციცქიურის, გრიგალათის, ხუნევის, გედსამანიის, ვერტყვიჭალის, ბჟინევის და ვერტყვილის მოსახლეობასთან გაიმართება. ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებლის იდეას თუ საპროექტო წინადადებას სოფლებში უშუალო შეხვედრების ფორმატში მოისმენს და განიხილავს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს იწყება და 6 თებერვალს დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე. ხარაგაულში სულ 79 სოფელია. 9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს. პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: ▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) ▪ სარწყავი სისტემები ▪ სანიაღვრე არხები ▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები ▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები ▪გარე განათება ▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ▪ ამბულატორიის შენობები. ▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი. ▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით. ▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა ▪ მინიჰესი ▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება. აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ. ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება. ჩაერთე შენი სოფლის ცხოვრებაში და თანასოფლელებთან ერთად მიიღე შენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0176.JPG
24/01/2024 11:24

26 იანვარს შეხვედრა ბორითის და ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს. 26 იანვარს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ბორითის, ციხისძირის, საქასრიის, მაქათუბნის, ვაშლევის, ერეთის, ნადაბურის და გოლისის  მოსახლეობასთან გაიმართება. ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებლის იდეას თუ საპროექტო წინადადებას სოფლებში უშუალო შეხვედრების ფორმატში მოისმენს და განიხილავს. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს იწყება და 6 თებერვალს დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე. ხარაგაულში სულ 79 სოფელია. 9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს. პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: ▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) ▪ სარწყავი სისტემები ▪ სანიაღვრე არხები ▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები ▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები ▪გარე განათება ▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ▪ ამბულატორიის შენობები. ▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი. ▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით. ▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა ▪ მინიჰესი ▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება. აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ. ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება. ჩაერთე შენი სოფლის ცხოვრებაში და თანასოფლელებთან ერთად მიიღე შენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_12_1_1.png
23/01/2024 18:44

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პირობების გაუმჯოსების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად მომსხაურების შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად. სოფელ ზედა ვახანიდან - ვახანისწყალის მიმართულებით.   შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT240001314   შესყიდვის სტატუსი გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 23.01.2024 16:17 წინადადებების მიღება იწყება 29.01.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 31.01.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11`200.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები    60170000 - სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია და დანართი N1 მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 200.00 GEL გარანტიის ოდენობა 112 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია       100%  - ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd_2.png
23/01/2024 15:28

5 თებერვალს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე საკრებულოს წევრები დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს განიხილავენ.   დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს:ზურაბი იჩქიტიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მომხს:ზურაბი ბანცაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მომხს:ზურაბი ბანცაძე 5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარე ბის გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ნანა კიკნაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/421848172_7483971334967057_1030031445088264463_n.jpg
22/01/2024 17:06

,,ოდეონი - 2023“ - ის ნამუშევრები წიგნად გამოიცა

ლიტერატურულ კონკურსის ,,ოდეონი-2023" - ის  მონაწილეების მიერ შესრულებული  ნამუშევრები წიგნად გამოიცა. ახალი გამოცემა დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის  დარბაზში  ლიტერატურულ კონკურსის ,,ოდეონი-2023" - ის  მონაწილეებს, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორმა, იზა ვეფხვაძემ  წარუდგინა. წიგნები საკუთარი ხარჯით, ლიტერატურული თეატრის მეგობარმა ფრიდონ მაღრაძემ გამოსცა, რომელიც ოდეონელებს საჩუქრად გადაეცათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_8854.JPG
22/01/2024 14:18

მერის თათბირი გაიმართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირზე მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით გააკეთა გაცხადება და წარმომადგენლებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და შეხვედრებზე დასწრების უზრუნველყოფა მოსთხოვა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25  იანვარს  დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. თათბირის მიმდინარეობისას სოფლის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის ხარაგაულის საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ბონდო კიკნაველიძემ გააკეთა განცხადება და მერის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. შეხვედრაზე დაინტერესებული პირები მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის ხელშეწყობის პროგრამის ირგვლივ მიიღებენ ინფორმაციას. პროგრამა მეცხოველეობაში დასაქმებული პირების ხელშეწყობას, ასევე სასათბურე მეურნობის მოწყობით დაინტერესებული ახალგაზრდების (მამაკაცები 35 წლამდე , ქალები - 40 წლამდე) თანადაფინანსებას ითვალისწინებს. შეხვედრა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში 25 იანვარს, 12 საათზე გაიმართება. ორშაბათის ტრადიციულ თათბირს, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, და მერის მრჩევლები, იუზა კელენჯერიძე, გივი თხელიძე და ნიკოლოზ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_1_1.png
18/01/2024 17:38

22 იანვარს საკრებულოს ბიუროს   რიგგარეშე  სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომაზე იმ საკითხების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას, რომელსაც საკრებულოს წევრები 5 თებერვლის სხდომაზე განიხილავენ.                                                             საკითხთა ნუსხა   1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშის მოსმენისა და შეფასების  თაობაზე        მომხს:აკაკი ლურსმანაშვილი     2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს:ზურაბი იჩქიტიძე     3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ    მომხს:ზურაბი ბანცაძე              4. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების       აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ   მომხს:ზურაბი ბანცაძე          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1ASFASF11.png
17/01/2024 21:04

საუკუნის პროექტის განხორციელება დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის, მოლითი-ჩუმათელეთის  დამაკავშირებელი  ცენტრალური გზის 25კმ-ინი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 96 000 000(96 მილიონი) ლარად შეასრულებს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მოსახლეობას საუკუნის პროექტის განხორციელებას ულოცავს.  ,,გილოცავთ საუკუნის პროექტის განხორციელების დაწყებას ეს ხარაგაულისთვის 2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტი სრულიად შეცვლის და გამოაცოცხლებს ხარაგაულის ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის ცხოვრებას.“
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_1.png
15/01/2024 14:19

17 იანვარს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე , საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ. დღის წესრიგი 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნინო მაღლაკელიძე თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე   4 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ გრიგალათში მდებარე 36.05.31.1022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 43 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 36.08.32.351 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 17 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   6 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Background%20pursha_8_1_1_1_4_1_1_2_10.png
11/01/2024 18:14

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშა-მარიამწყაროს გზის და სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა.     შესყიდვის ტიპი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) განცხადების ნომერი NAT230027444   შესყიდვის სტატუსი  გამოცხადებულია შემსყიდველი  თვითმმართველი ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შესყიდვის გამოცხადების თარიღი 29.12.2023 13:14 წინადადებების მიღება იწყება 28.01.2024 00:00 წინადადებების მიღება მთავრდება 02.02.2024 16:00 დაფინანსება 2024 წლის სახსრები შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`004`849.00 GEL წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გათვალისწინებით კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები კლასიფიკატორის (CPV) კოდი და შესყიდვის კონკრეტული ობიექტი  45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები    45233000 - გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადებისა და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები   შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტი (ხარჯთაღიცხვები). მოწოდების ვადა მიწოდების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ სამუშაოები უნდა შესრულდეს მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკების შესაბამისად. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10`000.00 GEL გარანტიის ოდენობა 10`048 GEL გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე დამატებითი ინფორმაცია   პროექტი არის გარდამავალი და სამუშაოები უნდა შესრულდეს 2024-2025 წლებში. შესყიდვის ობიექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულებაა 1 004 849 ლარი მათ შორის: სოფელ ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია 459 265 ლარი და სოფელ ხორითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია 545 584 ლარი. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხარჯთაღრიცხვები განფასებული იყოს თავდაპირველი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაზე მეტი ოდენობით. (2023 წლის 28 დეკემბრის N2402 განკარგულება)   100%  - სახელმწიფო ბიუჯეტი
სრულად