სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246558844.JPG.jpg
15/09/2022 16:33

ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა მოეწყო    ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში,  ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე, დავით  კიკნაძე,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი მარინე ვეფხვაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა ვარლამ  ჭიპაშვილმა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერის  პირველმა  მოადგილემ  აღნიშნა, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით  სტუდენტობა ყველაზე საუკეთესო პერიოდია. ,,სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდების განვითარება  და  დასაქმება. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  ხარაგაულში გამოიყენებთ.“ პირველკურსელებს მიესალმა და  გზა დაულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ,   საკრებულოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ დავით  კიკნაძემ.   სტუდენტებმა  ამავე დღეს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.  ამის  შემდეგ  კი  ხარაგაულის  საკათედრო  ტაძარში  გადაინაცვლეს.  ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე)   ახალგაზრდები  დალოცა  და მათთვის   ჯანმრთელობის  პარაკლისი  აღავლინა. ღონისძიების დასასრულს პირველკურსელებისთვის კაფე-საღამო მოეწყო. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 97 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. მათგან 100% გრანტი ერთმა, მოლითის  საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულმა,  მარიამ ყურაშვილმა,  მოიპოვა.  70 %-იანი გრანტის მფლობელი  ოთხი მოსწავლე  გახდა.  50%-იანი დაფინანსება კი 12-მა კურსდამთავრებულმა  მიიღო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2022-09-15%20130339.jpg
15/09/2022 13:05

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე  დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში  ტრადიციულ , ოფიციალურ  ცერემონიალს შეუერთდნენ. კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგესალმოთ და მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება . ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პატარებს და მათ წარმატებები ვუსურვო. დღეს ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლას ძნელბედობის ჟამი აქვს , ეს განწყობა თან ახლავს დღევანდელ საზეიმო  ცერემონიალს , კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სკოლას, ოჯახებს, საზოგადოებას. წარმატებებს და მშვიდობიან სასწავლო წელს ვუსურვებ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს მესვეურთ, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს.“ დღესვე მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა. დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა. სიახლეა ის, რომ 2022 – 2023  სასწავლო წლის დასაწყისში,    მანდატურის სამსახური დაემატა მეორე საჯარო სკოლის სასკოლო სივრცეს. საზოგადოებრივი წერსრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად მანდატურები მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში. მანდატურები ასევე უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციურ ფსიქოსოციალურ მომსახურებას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0948.JPG
15/09/2022 12:46

ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მონაწილეები ხარაგაულში სასწავლო პროცესის დაწყების საზეიმო ცერემონიას შეუერთდნენ

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.  დღესვე, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.  დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axalgazrdebi.jpg
05/09/2022 14:29

ხარაგაულის მერია, 9 სექტემბერს, პირველკურსელებს, კაფე-საღამოზე იწვევს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საგანმანათლებლო რესურცენტრი და ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ხარაგაულელ პირველკურსელებს საზეიმო შეხვედრაზე იწვევს. 13:00 სთ - შეხვედრა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში და მოკლე ისტორიული ექსკურსი ხარაგაულის ისტორიის შესახებ.   13:30 - 14:00 საზეიმო შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან.   14:00 - 18:00 კაფე-საღამო   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს. ტელეფონი: 577 67 13 59
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0270.JPG
26/08/2022 20:35

ბეჟათუბანის და გოლათუბანის მიმდებარე ტყის მასივში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია

 ინფორმაციას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი გვაწვდის.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძარს მოლითის ტყეებში სამი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი  და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის  მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების  დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყვნენ  ჩართულნი ხარაგაულის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0375%20-%20Copy.JPG
26/08/2022 16:56

კობა ლურსმანაშვილმა სოფელ ჩრდილში გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0388%20-%20Copy.JPG
26/08/2022 16:52

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ჩრდილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 კობა ლურსმანაშვილი სოფელ ჩრდილში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.  სოფელ ჩრდილში, ტალახაძეების და გოგნაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.  ადგილობრივი მაცხოვრებელები მერთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. სოფელ ჩრდილში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დაფინანსება ხარაგაულის მერიამ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და მერის, კობა ლურსმანაშვილის ერთობლივი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად მიიღო.  შესრულებულ სამუშაოებს ხარაგაულის მერი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დავით კიკნაძესთან, საკრებულოს წევრებთან პაატა გოგოლაძესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან და მერის წარმომადგენელთან , ბესიკ დალალიშვილთან ერთად გაეცნო.  ტალახაძეების უბნის გზის რეაბილიტაციისათვის 481 512 ლარი გაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 1024 მეტრ მონაკვეთზე დაიგება.  გოგნაძეების უბანში გზის მშენებლობის ღირებულება 313 181 ლარს შეადგენს, სადაც გზა 535 მეტრ მონაკვეთზე მობეტონდება.  ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ეტაპიანია.სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შპს ,,გგ“ პროექტებს წინსწრებით ასრულებს.  მეორე ეტაპის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/301444194_5382689255101639_3393402517473824870_n.jpg
26/08/2022 13:22

უკვე მესამე დღეა მოლითში ხანძრის კერებს აქრობენ

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/301669515_5382715678432330_242713917498351889_n.jpg
26/08/2022 13:21

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ხანძრის პირველი წუთებიდან ადგილზე იმყოფება

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.  ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.  სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.  შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.  ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.  მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.  ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.  სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
23/08/2022 14:54

  5 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

                                                                                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 სექტემბრის მორიგი   სხდომის                                                              დღის წესრიგი N48 ხარაგაულის საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2022 წლის 08 აგვისტოს N 02/ 2022 განკარგულების გაცნობა „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ                                                                                      მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო  სამსახურის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                        მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო  კომისიის  ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                           მომხს:  პავლე კიკალიშვილი   „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ეკონომიკის,  ქონების  მართვისა  და  ინფრასტრუქტურის  საკითხთა  კომისიის  შემადგენლობის  ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133720  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                                             მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი    „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ              საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის                                                  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133722                          განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                 მომხს:  ოთარი ლურსმანაშვილი    სხვადასხვა :   ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                                                  მომხს: მარინე ხვედელიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. „ხარაგაული - 2011“ -ს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად მზადების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                                                   მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი                       საკრებულოს თავმჯდომარე                                    მანანა ბარბაქაძე
სრულად