სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/309589713_5471528432884387_635582085073158657_n.jpg
27/09/2022 14:51

გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი შემოდგომის სერიის მეორე თამაშში დღის მოაზროვნედ დასახელდა

    ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა  თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.  დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება. მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309346250_5469433853093845_7552491213514711565_n.jpg
27/09/2022 14:50

ორშაბათის ტრადიციული თათბირის მთავარი თემები

,,ჩვენ უკვე ვიწყებთ ზამთრისთვის მზადებას. ამიტომ გთხოვთ წინასწარ განსაზღვროთ და დროულად წარმოადგინოთ იმ ოჯახების სია , რომელთაც მერიისგან საშეშე მერქნის შეძენის აუცილებლობა ექნებათ“- ასეთი განცხადებით დაიწყო ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერმა. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახების დროული იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა მერიამ მაქსიმალურად მცირე დროში მოახერხოს აღნიშნული შესყიდვის განხორციელება.  ტრადიციული თათბირის მთავარი თემა ინფრასტრუქტურა გახლდათ.  მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად მიმოიხილა ხარაგაულის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. რეგიონული განვითარების ფონდიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, პირველი ტრანშის სახით 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა. ცხრამეტივე პროექტი დასრულებულია . სამუშაოების დროულად და ვადებში დასრულების გამო მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარის სახით, დამატებითი ბონუსი მიიღო, რომელიც ტენდერებიდან წარმოქმნილ ეკონომიასთან, 142 ათას ლართან ერთად, მუნიციპალიტეტს ახალი პროექტების სახით დაუბრუნდა.  პირველი ტრანშით დაფინანსებული 19 პროექტი და ბონუსის და ეკონომიებით დამატებული 2 პროექტი - საერთო ჯამში, 21 პროექტი უკვე დასრულებულია. მათგან წინსწრებით დასრულებულია 6 პროექტი, რომელიც 2023 წელს უნდა განხორციელებულიყო. გამოყოფილი თანხის დროულად და წარმატებით ათვისების გამო ხარაგაულმა დაფინანსების მეორე ლოტი მიიღო. მეორე ეტაპზე რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულს 2 150 000 ლარი გამოეყო, რასაც თანადაფინანსების სახით 500 000 ლარი დაემატა. საერთო_ჯამში, მეორე ეტაპზე, 2 650 000 ლარით 11 პროექტი დაფინანსდა. ახალ პროექტებზე ტენდერები დასრულებულია და მერია გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზეა. წლის_ბოლომდე ხარაგაულში კიდევ 11 პროექტი განხორციელდება, მათგან რამდენიმე გარდამავალია და თუ ამინდები შესაბამისი იქნება მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები წინსწრებით შესრულდება.  ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების შერულების მიხედვით ქვეყნის მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტს შორისაა.  ხარაგაული ასევე ერთ-ერთი პირველია იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების კუთხით. სტატისტიკურად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაული ყველაზე მეტ , 171 პროექტს განახორციელებს. ხელშეკრულება ყველა პროექტზე გაფორმებულია , დასრულებულია 110 პროექტი , სამუშაოები მიმდინარეობს 65 პროექტზე. დარჩენილია წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი პროექტები. ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც მერიას წყლის გამტარ მილებს და რეზერვუარებს მოაწვდის. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებით ხარაგაული სოფლის მხარდაჭერის პროგრამას დაასრულებს. 2022 წელს ხარაგაულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო. სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით , ხარაგაულის მერიამ 330 531 ლარის თანადაფინანსება გასწია და ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ, 1 220 531 ლარი შეადგინა. შემდეგ ორშაბათს მერი, კობა ლურსმანაშვილი , დარგის კურატორთან , დავით დევდარიანთან და წარმომადგენლებთან ერთად სათითაოდ გაივლის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს , სრული და საერთო სურათის შესაქმნელად.  მერმა თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში. ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ პროექტს ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით“ , ხოლო ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ განახორციელებს. ,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.  მერმა თათბირის დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერობა მიულოცა მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს და მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ინგა ბერაძეს. კობა ლურსმანაშვილმა კმაყოფილება გამოხატა ხარაგაულის მერიასა და ჟვანიას სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების გამო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309380012_5471526239551273_7535200708830897121_n.jpg
27/09/2022 14:50

ხარაგაულის მერი ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?“ დაესწრო

ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა  თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.  სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.  დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება. მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309226813_5469433866427177_2317646914959025051_n.jpg
27/09/2022 14:50

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის მერია ღია და გახსნილია არსამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ყურადღება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხარაგაული ღია და გახსნილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისთვის. ხარაგაულში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერთან და მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო და ახალ სოციალურ სერვისებზე გათვლილ პროექტებს ახორციელებენ. ა/ო ,,ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მერიის მხარდაჭერით პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” განახორციელა, რაც დაბა ხარაგაულში სოციალური სამრეცხაოს შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ბენეფიციარები ქალთა მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან.  ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“, ხარაგაულში შინ მოვლის პროგრამის საპილოტე პროექტს სახელწოდებით ,,უკეთესი მომავლისთვის“ ახორციელებს. ,,სასიხარულოა როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციას, მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ახალი და საინტერესო პროექტები შემოაქვს ხარაგაულში. ასეთი არის ხათუნა მანჯავიძის და რუსუდან გურგენიძის პროექტები, რომელიც აჩენს შესაძლებლობას მერიამ სოციალური სერვისები დახვეწოს და განავითაროს"-განაცხადა თათბირის მიმდინარეობისას კობა ლურსმანაშვილმა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/309401686_5471902466180317_7456520517307020675_n.jpg
27/09/2022 14:32

ხარაგაულის მერია ქალთა მოწყვლად ჯგუფებს ახალ სოციალურ სერვისს სთავაზობს

,,სოციალური სამრეცხაო“ - ასეთი წარწერით ახალი სივრცე სოლომონ მეფის ქუჩაზე შეგხვდებათ. პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის”, ,,ქალთა ფონდი საქართველოს” დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.  პროექტის მიზანი, ქალებისთვის ახალი სერვისის შეთავაზება, კერძოდ სამრეცხაოს მოწყობა გახლდათ, რაც ქალთა მოწყვლად ჯგუფებს საშუალებას მისცემთ ჰიგიენური და საყოფაცოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.ხარაგაული მერი, კობა ლურსმანაშვილი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. სერვისის მომსახურებას ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი” გაწევს. სათნოების სახლის დირექტორი, თამარ შავიძე სოციალურ სამრეცხაოში ბენეფიციარები მომსახურებას ყოველი კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს გეგმავს.  პროექტის ავტორის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა ეს ,,ქალთა ფონდის“ ერთ ერთი მიმართულებაა.  პროექტი სწორედ ამ პრიორიტეტული თემის, შესაბამისად მომზადდა. სპეციალურად სამრეცხაოსთვის დამონტაჟდა 5 კილოვატიანი მზის სადგური, საიდანაც სამრეცხაოს მზის ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგია მიეწოდება. პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ორი სარეცხი მანქანა. ახალი სოციალური სერვისით ის ქალთა მოწყვლადი ჯგუფები ისარგებლებენ, რომელთაც შესაბამისი პირობები და ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1.png
26/09/2022 11:07

27 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე განხილული იქნება ერთი საკითხი.  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ კიცხის სასოფლო ამბულატორიის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ                                                                          მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/307121134_5451223728248191_3793412215165356106_n.jpg
26/09/2022 10:53

რა?სად?როდის? - დღეს, შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართება

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაყურებელს რიგით პირველ სეზონს სთავაზობს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, განცხადებით გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი გამარჯვებულებს 100 ლიტრი საწვავით დაასაჩუქრებს. შემოდგომის სერია ხუთი ეპიზოდისგან შედგება. მონაწილეობენ: დავით კიკნაძის ექვსეული მარინა ვეფხვაძის ექვსეული გივი კურტანიძის ექვსეული დავით ჩადუნელის ექვსეული ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ. დღეს მაყურებლის წინაშე დავით ჩადუნელის ექვსეული წარსდგება. შეგახსენებთ, რომ შემოდგომის სერიის პირველი თამაშის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/121069963_2904006069846547_6782377775106652201_n.jpg
24/09/2022 18:55

ხარაგაულის 120 წლის თეატრი დავით კლდიაშვილის იუბილეს სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი“ აღნიშნავს

ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი, მწერალ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელებისათვის სპექტაკლს ,,დარისპანის გასაჭირი“ გამართავს. ,,გავა დრო და ნაწერებიდან მხოლოდ ის დარჩება, რომელიც ადამიანებისადმი სიყვარულით არის სავსე"-წერდა თავად მწერალი . მისი შემოქმედება  დღემდე ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორც საუკუნის წინ. სპექტაკლი ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ( რეჟისორი ირინე ჩხეიძე) 2015 წელს დადგა. ,,ხარაგაულის სახალხო თეატრმა ნამდვილად მოახერხა, ჩვენს თვალწინ, გაეცოცხლებინა ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეჟისორი თუ პროფესიონალია, კარგ დრამატურგიას არათუ უკვდავყოფს, ახლებურადაც წარმოაჩენს. ასევე ბევრი შეიძლება ითქვას მსახიობებზე, რომელთაც პერსონაჟთა ხასიათები ოსტატურად ჰქონდათ დამუშავებული, გათავისებული და წარმოჩენილი“- წერდა სპექტაკლის  შესახებ, თეატრმცოდნე, ნერონ აბულაძე.   ირინე ჩხეიძე, სპექტაკლის რეჟისორი : ,,დღესაც არ კარგავს აქტუალობას დავით კლდიაშვილის უკვდავი პიესები,  ძნელია წარმოიდგინო ქართული თეატრალური და კინოხელოვნება დავით კლდიაშვილის უკვდავი პერსონაჟების გარეშე. ჩვენ თეატრი   მწერლის იუბილეს სპექტაკლით ,,დარისპანის გასაჭირი” აღნიშნავს . ვიწვევთ ხარაგაულის სკოლების უფროსკლასელებს , მობრძანდით  ბავშვებო, პედაგოგებო, ერთად აღვნიშნოთ  დიდი მწერლის იუბილე“. სპექტაკლი ხარაგაულის კინოთეატრში, 28 სექტემბერს, ოთხშაბათს , 15 საათზე დაიწყება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screens.jpg
23/09/2022 12:46

„პიონერფილმი“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ნორჩ კინომოყვარულებს სტუმრად იწვევს

ხარაგაულის მოსწავლე - ახალგაღდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმი“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, პედაგოგებსა და ნორჩ კინომოყვარულებს, ერთობლივი აქტივობების ჩატარების მიზნით, სტუმრად იწვევს.  ხარაგაულელი ახალგაზრდები 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე თბილისელ ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან.  წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში ქართველ მხატვართა ნამუშევრებს დაათვალიერებენ, ეწვევიან პარლამენტს, გაისეირნებენ ძველ თბილისში, გოგა ხაინდრავას სტუდიაში გაეცნობიან კინოგადაღების ტექნიკას და უშუალოდ დააკვირდებიან გადაღების პროცესს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაესწრებიან ვიქტორ დოლიძის ოპერას - „ქეთო და კოტე“. სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვებს შეხვდება წარსულში კოტეს როლის შემსრულებელი საქართველოს სახალხო არტისტი იმერი კავსაძე. ხარაგაულელთა სტუმრობის დასასრულს კინოს სახლში მეგობრობის საღამო გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1532055_1497129903867511_379145096584893722_o_1.jpg
23/09/2022 12:42

თეთრაწყაროში ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ,   ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი" გამართავს. კონკურსი  27 სექტემბერს სოფელ თეთრაწყაროში გაიმართება და მასში მონაწილეობას  ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობა 17 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს  და პირველი სამი ადგილის  მფლობელნი  პრიზებით დაჯილდოვდებიან. იზა ვეფხვაძე, ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ დამფუძნებელი: ,,როგორც მოხსენებათ 2006 -დან 2016 წალმდე, 11 წლის განმავლობაში ლიტერატურული თეატრი უწყვეტად ატარებდა ლიტერატურულ კონკურსს, მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მწერლები და პოეტები. ჩვენ გვქონდა 5 წლიანი წყვეტა და მიხარია რომ ,,ოდეონი“ კვლავ ბრუნდება.“   ლიტერატურული კონკურსი ,ოდეონი 2022“ - ის    პროგრამა:    8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ თეთრაწყაროში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის  საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის მოსმენა  და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო ატრიბუტიკის  დარიგება. 10.30--11 .00 -- მსუბუქი საუზმე; 11.00 -- მონაწილენი იწყებენ საკონკურსო თემის წერას, ჟანრი შეუზღუდავია; მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე ძალიან ლამაზ გარემოში. ასევე , მათთვის ტყეში ჩადგმული იქნება ძელსკამები, მერხები. 13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის . კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის. 00 15. 00 - სადილი; 15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე; 16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება. 00 -- 20.00 -- ვახშამი, კოცონის დანთება, სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი. 28 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ერთკვირინი ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად. ჟიურის შემადგენლობაში არიან:   იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 4, ირმა შველიძე -  ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  
სრულად