სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_1.png
29/11/2022 19:22

30 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

30 ნოემბერს 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 ნოემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა: 1.დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის შესახვევში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე , (ს.კ 36.01.32.240) (კერძოდ, , 9 აპრილის სახელობის სკვერში) გამოჩენილი მწერლისა (დრამატურგი) და საზოგადო მოღვაწის - კიტა ბუაჩიძის ბიუსტის დასადგმელად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე 2.“საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N69.6922081001 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dhh.jpg
29/11/2022 19:08

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას ეხმაურება. ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია, ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე.“ ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს - ნათქვამია ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xar.jpg
29/11/2022 16:02

ხარაგაულში პირველად, 3 დეკემბერს, ხარაგაულობა აღინიშნება

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , ამ დღეს ოფიციალურად გაიხსნება მწერალ კიტა ბუაჩიძის ბიუსტი , ასევე , ახლად რეაბილიტირებული დევების ქანდაკებები და მიმდებარე სკვერი . ხარაგაულის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება : 13:00 – 13:30 საათი - გამოჩენილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის კიტა ბუაჩიძის ბიუსტის გახსნა . 13:30 – 14:00 საათი -   რეაბილიტირებული ,, დევების ქანდაკებებისა “ და მიმდებარე სკვერის გახსნა . კინოთეატრის წინამდებარე ტერიტორია 14:00 - შემოქმედებითი კუთხეები , გამოფენები ( ადგილობრივი სოფლის ნობათის , კულინარიული ნაწარმის გამოფენა )   თეატრალიზებული პერფომანსი საბავშო - გასართობი სივრცე - ანიმატორები . წარმოდგენილი იქნება ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,, ძველი ხარაგაული “. აგრეთვე ხარაგაულზე შექმნილი წიგნები , ბუკლეტები და გზამკვლევები . 15:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ოპერის მომღერლების , ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით . საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონიალი .
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhf.JPG
29/11/2022 15:32

ხარაგაულის მერმა ოფიციალური ვიზიტით უცხოელი ინვესტორი მიიღო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ოფიციალური ვიზიტით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბიზნეს ცენტრი ,,consider consultancy” –ის აღმასრულებელ დირექტორი, ჰარჩი კალსაჰაკიანი მიიღო. ბატონი ჰარჩი ხარაგაულს ბერძნული სათვისტომოს ,,წმინდა გიორგის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან მაია კარიმპიდთან ერთად სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის შესწავლა გახლდათ. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სტუმრებს მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან, მერის თანაშემწეებთან იუზა კელენჯერიძესთან , ჟანა ნემსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან , ამირან ოქრომჭედლიძესთან ერთად შეხვდა. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ხარაგაულს ტურიზმის განვითარების კუთხით აქვს, დაათვალიერეს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, უბისის მონასტერი, სააქციო საზოგადოება ,,იმერის“ დაბის ღვინის ქარხნის სპირტსაცავი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/shutterstock_373785481_1.jpg
28/11/2022 13:50

2023 წელს ხარაგაულის საბავშვო ბაღებმა თვითშეფასება უნდა განახორციელონ

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევს შექმნის,  2 200 ეგზემპლარად გამოსცემს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და  მუნიციპალიტეტებს მიაწოდებს, რაც 30 510 ლარი დაჯდება, - ამის შესახებ აღნიშნული ცენტრი 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტში წერს, რომელიც 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. სამოქმედო გეგმაში გაწერილია, რა სახის აქტივობები იგეგმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2023 წლის განმავლობაში.   დაგეგმილია დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები, რომელიც ხელს შეუწყობს ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ამისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის შემუშავება/წარდგინება 2023 წლის აპრილამდე უნდა განხორციელდეს. უნდა მოხდეს დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულებების შესაბამისობის კითხვარების შემუშავება, დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის შემუშავება, შემუშავდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს დაკომპლექტებას... სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი, შემუშავდეს 3  ინსტრუმენტი/კითხვარი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შეფასებას სტანდარტის შესაბამის კომპონენტთან მიმართებაში... როგორც აღნიშნულ გზამკვლევშია ნათქვამი, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები და დაწესებულებების განმავითარებელი აქტივობები ეფუძნება მათი საჭიროებების კვლევას შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით. დაგეგმილია ასევე დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება, რომელიც არანაკლებ 5 დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს, რაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს 9 000 ლარი დაუჯდება. 2023 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე სკოლამდელმა 1 300-მა დაწესებულებამ თვითშეფასება უნდა განახორციელოს. საბავშვო ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისთვის 600 000 ლარია გამოყოფილი. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იტყობინება, მათი  2021-2025 წლების სტრატეგიის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მათთვის მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების უკუკავშირი.  სამოქმედო გეგმის პროექტზე შენიშვნები შეგიძლიათ 2 დეკემბრამდე გააგზავნოთ მეილზე -  planning@eqe.ge.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/axali%20weliasdasd.jpg
27/11/2022 11:04

ხარაგაულში საახალწლო საჩუქარს 523 ბავშვი მიიღებს

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის ბაღების გაერთიანება მუნიციპალიტეტში არსებული 21 საბავშვო ბაღის 523 აღსაზრდელისათვის საახალწლო ტკბილეულს 10 460 ლარად შეიძენს. გაერთიანებამ ტკბილეულის შესაძენად  ტენდერი 17 ნოემბერს გამოცხადდა და 24 ნოემბერს დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო საბავშვო საჩუქრები მუყაოს საახალწლო ჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. საახალწლო ჩანთაში პატარებს დახვდებათ: ორცხობილა . შემადგენლობა: კაკაოთი და ვანილის გემოს მქონე კრემიანი შიგთავსით (29%), ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმები, კაკაოს ფქვილი (3,5%), სიმინდის სახამებელი, გლუკოზა -ფრუქტოზას სიროფი, სუფრის მარილი, ბუნებრივი არომატიზატორი ვანილი, რძის პროდუქტები. არანაკლებ 95 გრამიანი შეფუთვით. (ორეოს მსგავსი). ბისკვიტიანი ნამცხვარი. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი,გლუკოზა-ფრუქტოზას სიროფი, შაქარი, კვერცხის პროდუქტი, რაპსის ზეთი, სასმელი წყალი, შოკოლადის მასა (6%), რძის ფხვნილი უცხიმო, რძის ფხვნილი ცხიმიანი, სიმინდის სახამებელი, კაკაოს ფქვილი. არანაკლებ 30 გრამიანი შეფუთვით. (ბარნის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: სიმინდის სახამებელი, მთლიანი რძის ფხვნილი, კაკაოს კარაქი, არომატიზატორი (ვანილი, ცხიმოვანი მჟავა), შაქარი, გლუკოზის სიროფი. არანაკლებ 45 გრამიანი შეფუთვით. (M&M-სის მსგავსი) შოკოლადი კარამელითა და ნუგით. შემადგენლობა: კარამელი და ნუგა, რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, გლუცეინი. არანაკლებ 50.5 გრამიანი შეფუთვით. (სნიკერსის მსგავსი). კარამელით დაფარული რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, სოიოს ლაციტინი, არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ტვიქსის მსგავსი). შოკოლადი ქოქოსის შიგთავსით. შემადგენლობა: რძის პროდუქტები, გლუტეინის, სოიოს ლაციტინის და კვერცხის ცილა, არაქისი, თხილი, ნუში. არანაკლებ 55 გრამიანი შეფუთვით. (ბაუნტის მსგავსი). რძიანი შოკოლადი. შემადგენლობა: რძიანი შოკოლადი, არანაკლებ 50 გრამიანი შეფუთვით, შეკვრაში 4 ცალი. (კინდერის მსგავსი). ორცხობილა. შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი, მცენარეული ზეთი, ემულგატორები-სოიოს ლაციტინი, სიროფი (სასმელი წყალი, მჟავიანობის რეგულატორი-ლიმონმჟავა, საჭმელი სოდა, კვერცხი) არანაკლებ 430 გრამიანი შეფუთვით.(იუველერნოეს მსგავსი). წვენი ხილის ნატურალური - 200 გრ-იანი. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის განცხადებით, ტკბილეული უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტკბილეულის მახასიათებლები არ ემთხვევა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ მახასიათებლებს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეაცვლევინოს აღნიშნული საქონელი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/313788361_489100939868253_5806368714912433143_n.jpg
27/11/2022 10:16

მერიის საჩუქარი - საბავშვო ბაღების აღმზრდელ - პედაგოგებს

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის  საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პედაგოგებს მიესალმა და გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ. ღონისძიების იდეა, ამავე სამსახურის თანამშრომელს, განათლების სპეციალისტს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის. საღამოზე პედაგოგების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა მოხდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, პედაგოგთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. ხარაგაულის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხარაგაულის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საღამოს მხარდაჭერას უწევდა პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24 პედაგოგმა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა და საკმაოდ რთულ ტესტებს 24- ვე პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი. ამის შესახებ, ხარაგაულის მერიის მიერ, აღმზრდელ პედაგოგებისთვის მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განცხადება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ გააკეთა და გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. წარმატება მიულოცეს ასევე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების  მეთოდისტს, თამარ ავალიშვილს, რომელმაც მასწავლებელთა სახლის პროფესიული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ღირსეულად გაართვა თავი და საქართველოს მასშტაბით,  25 ადრეული განათლების პროფესიონალთა რიცხვში მოხვდა. თამარ ავალიშვილი,  6 თვიანი გადამზადების მერე მასწავლებელთა სახლის ტრენერთა გუნდს შეუერთდება. თამარ ლაცაბიძე: ,,ეს ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე გვყავს 24 სერთიფიცირებული პედაგოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციის გავლისთვის, რისთვისაც ეტაპობრივად  ვემზადებით. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სერტიფიცირებული პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით ტრენერებს ნატო ქობულაძეს და მაკა აბულაძეს,რომლებმაც  მაქსიმალური ენერგია ჩადეს პედაგოგების გადამზადებაში.“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/001_DSC0082.JPG
26/11/2022 23:38

ხარაგაულს 24 სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი ჰყავს

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24 პედაგოგმა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა და საკმაოდ რთულ ტესტებს 24- ვე პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი. ამის შესახებ, ხარაგაულის მერიის მიერ, აღმზრდელ პედაგოგებისთვის მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განცხადება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ გააკეთა და გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. წარმატება მიულოცეს ასევე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების  მეთოდისტს, თამარ ავალიშვილს, რომელმაც მასწავლებელთა სახლის პროფესიული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ღირსეულად გაართვა თავი და საქართველოს მასშტაბით,  25 ადრეული განათლების პროფესიონალთა რიცხვში მოხვდა. თამარ ავალიშვილი,  6 თვიანი გადამზადების მერე მასწავლებელთა სახლის ტრენერთა გუნდს შეუერთდება. თამარ ლაცაბიძე: ,,ეს ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე გვყავს 24 სერთიფიცირებული პედაგოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციის გავლისთვის, რისთვისაც ეტაპობრივად  ვემზადებით. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სერტიფიცირებული პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით ტრენერებს ნატო ქობულაძეს და მაკა აბულაძეს,რომლებმაც  მაქსიმალური ენერგია ჩადეს პედაგოგების გადამზადებაში.“ დღესვე, მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის  საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების იდეა, ამავე სამსახურის თანამშრომელს, განათლების სპეციალისტს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის. საღამოზე პედაგოგების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა მოხდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, ხარაგაულის საჯარო ბაღების პედაგოგთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. ხარაგაულის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხარაგაულის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საღამოს მხარდაჭერას უწევდა პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulireitinginoemberi.jpg
25/11/2022 14:11

ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გახდა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ვახანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ არევაძე.    გამარჯვებული მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.   კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, ხოლო მეორე - 25 ნოემბერს. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩა მეორე ეტაპზე გადამსვლელი 82 მოსწავლე, რომელთა შორის გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghh.png
24/11/2022 11:31

5 დეკემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

5 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელებენ. სხდომის დღის წესრიგი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.                                                                        მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი 2.ა(ა) იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური .ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.                                                                                        მომხსენებელი: ეკა შავიძე   3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                             მომხსენებელი. ოთარი ლურსმანაშვილი   4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ.                                                                                  მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი  
სრულად