სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/lena_7.jpg
07/02/2023 13:06

ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებლოს წევრი, ლენა აბაშიძე  ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ფორუმზე ხარაგაულს წარადგენს. ფორუმი სახელწოდებით ,,საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიიისთვის”,  თბილისში 9 თებერვალს გაიმართება. ლენა აბაშიძე ფორუმზე საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კარგი პრაქტიკის მაგალითებს გაუზიარებს საზოგადოებას. ღონიძიებას ასევე დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,  მზია გიორგობიანი. კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში, პროგრამის დირექტორი, დოქტორი ქრიტოფ ბაიერი.  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახი კახიშვილი და სხვა ოფიციალური პირები. ფორუმის თემა გახლავთ,  ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ადგილობირივი თვითმმართველობის დონეზე - საუკეთესო პრაქტიკა და ინოვაციური გადაწყვეტილებები. ღონისძიების მიზანია: თვითმმართველობის, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების ხელშეწყობა. წარმოდგენილი იქნება: პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები:  პორტალი www.chemisakrebulo.ge ; საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი;  საკრებულოს წევრის ბლოკნოტი;  ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი; ასევე 2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამართული პილოტირების შედეგები. ფორუმის ორგანიზატორია: კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი MSDC, კარგი მმართველობის ინსტიტუტი GGI და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ICCC. პროექტი ხორციელდება 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ GGLD ფარგლებში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ra.JPG
07/02/2023 11:33

დავით ჩადუნელის ექვსეულმა თამაში ანგარიშით 6:1 დაასრულა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა. დავით ჩადუნელის ექვსეულმა თამაში წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:1 დაასრულა. დღის მოაზროვნედ , გუნდის წევრი , ნიკოლოზ მაჭავარიანი დასახელდა. თამაშს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სპმთპ - ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი,ბესო დავაძე,კობა ყრუაშვილი, ვასილ კიკნაძე ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში 13 თებერვალს - სპარტაკ ლაცაბიძის, ხოლო 20 თებერვალს - ვერა ოდიკაძის ექვსეული მიიღებს მონაწილეობას. ზამთრის სერიის პირველი თამაში გივი კურტანიძის ექვსეულმა ანგარიშით 6:2 დაასრულა. ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით  დასრულდება. ,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, რომელიც გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbb.jpg
06/02/2023 16:38

მუდმივი კომუნიკაცია ხალხთან - რას სთხოვს ხარაგაულის მერი წარმომადგენლებს

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გახლდათ. ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში, 74 შეხვედრა ჩაატარა. თათბირზე მერმა განაცხადა, რომ ახლა მთავარია  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებული წინადადებებმა დროულად მიიღოს პროექტის ფორმა , რომელზედაც მერია შესყიდვას,  პროცედურების დაცვით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. მერმა კიდევ ერთხელ ნათლად განმარტა რა გზას გადის მერია თითოეული პროექტის განხორციელებისთვის იდეიდან - სამუშაოების შესრულებამდე, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ხარაგაულის მერმა შეხვედრის დროს ყურადღება კიდევ ერთხელ   გაამახვილა მოქალაქეებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე. კობა ლურსმანაშვილი თვლის,რომ ხარაგაულის მერიას აქვს მზაობა, სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფების საჭიროებები, შესაძლებლობების ფარგლებში დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ მერის წარმომადგენლებს ხალხთან ახლო და მუდმივი კომუნიკაცია დაევალათ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/medlebi.JPG
06/02/2023 16:17

კობა ლურსმანაშვილმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მედლების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცა.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგილოცოთ თქვენი დაუღალავი შრომის და ნიჭიერების შედეგი. წარმატება აგებულია ბევრ შრომასა  და შინაგან სიძლიერეზე და მიხარია რომ თქვენ ეს შეძელით. მინდა იცოდეთ, რომ ხარაგაულის მერია, როგორც საჯარო ინსტიტუცია, ყოველთვის შეგიძლიათ განიხილოთ თქვენს მეგობრად და პარტნიორად.  თქვნ ხართ გამორჩეული ხარაგაულელები , ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გაგვაჩნია თქვენგან, როგორც გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდებისგან."  მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონიას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,მარინა ვეფხვაძე, სპმთპ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლალი სებისკვერაძე და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ოქროს მედალი 20 მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 1 მოსწავლე დაჯილდოვდა. მედლები გადაეცათ: გიორგი სებისკვერაძე - დაბის  N2  სკოლა  გრიგოლ ხიჯაკაძე - დაბის  N2  სკოლა  ანა კვინიკაძე - დაბის N 3 სკოლა    ანა მაისურაძე - დაბის N 3 სკოლა    ვაჟა მაღრაძე - დაბის N 3 სკოლა     ანი მეიფარიანი - დაბის N 3 სკოლა   ბერიკა მაჩაიძე - ბორითის საჯარო სკოლა თათია ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა მარიამ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა   მარიამ ნიქაბაძე - ვარძიის საჯარო სკოლა    ანი ბლიაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ნინო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა გოჩა ლომიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ინოლა ღონღაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა სალომე კვირიკაშვილი - ლაშის საჯარო სკოლა ნონა ყიფიანი - მარელისის საჯარო სკოლა საბა ებანოიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია მარიამ მანჯავიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ნინო მიქაბერიძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ბაქარი ორბელაძე - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია     თეო გოლუბიანი - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/329378125_1597221417460129_5249755048777093320_n.jpg
06/02/2023 13:27

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.   დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ზურაბ იჩქირიძემ წარადგინა.   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი. სოციალური მიმართულებით მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატა, რომელიც მორგებულია ჩვენ მოქალაქეებზე. მათ შორისაა, იშვიათი დაავადების მქონე ერთ წლამდე ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა, ინვიტროგანაყოფიერების დაფინანასება, ასევე, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის დიაგნოსტირებისა და თერაპიის დაფინანსება. საკრებულოს თანხმობით, ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადაეცა.    მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია. ცვლილების თანამხად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის  შტატი  იქმნება. ასევე, შესყიდვების სამსახურში არსებული შტატი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვებსა და იურიდიულ საკითხებში გადაკეთდება პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად. საკრებულოს წევრებმა, ასევე, განიხილეს საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის შესახებ 2021 წლის 03 დეკემბრის, 2022 წლის 07 მარტისა და 2022 წლის 03 ოქტომბრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdvs.JPG
03/02/2023 21:08

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს ბოლო შეხვედრები კიცხში გაიმართა

დღეს, ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა,  სოფელ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრებით დასრულდა. სოფელ ბორში, საქარიქედზე, ლაშის იგორეთსა და თეთრაწყაროში კრებებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას მერის  მოადგილე, კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარ დეპუტატთან, კიაზო გამრეკელაშვილთან , საკრებულოს წევრთან, ამირან ოქრომჭედლიძესთან და მერის წარმომადგენელთან, პაატა ბერაძესთან ერთად ესწრებოდა. კრებაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებლებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ღია დისკუსიის ფორმატში განიხილეს. 24 იანვრიდან 3 თებერვლამდე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილის და დავით დევდარიანის  ჩართულობით სოფლის საერთო კრება ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. კრებებზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები მოსახეობასთან ერთად განიხილავდნენ საპროექტო წინადადებებს. საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა. კიცხი სკვერის მოწყობა საუბნო გზების გასწორხაზოვნება   თეთრაწყარო  სასაფლაოს შემოღომბვა წყლის მილების შეძენა სოფლის სკვერში და სასაფლაოს ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის აშენება საუბნო გზების გასწორხაზოვნება   ბორი სასაფლაოს შემოღობვა საუბნო გზების შეკეთება   საქარიქედი საუბნო გზების შეკეთება იგორეთი სასაფლაომდე მისასვლელი გზის და საუბნო გზის შეკეთება
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dvs.jpeg
03/02/2023 21:02

ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დასრულდა

24 იანვრიდან 3 თებერვლამდე, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის თითოეულ სოფელში,  ადგილობრივი თემისთვის პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებს მოსახლეობასთან ერთად განიხილავდა.წყალი, გარე განათება, საუბნო გზების შეკეთება - ეს ის ძირითადი საჭიროებებია, რომელიც მოსახლეობის მხრიდან სოფლის საერთო კრებებზე ყველაზე ხშირად სახელდებოდა. დღეს, ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრო. საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dvsd.JPG
03/02/2023 19:23

კობა ლურსმანაშვილი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელ კიცხის მოსახლეობას შეხვდა

შეხვედრას მერი, მერის  მოადგილესთან, დავით დევდარიანთან,მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარ დეპუტატთან, კიაზო გამრეკელაშვილთან, საკრებულოს წევრთან, ამირან ოქრომჭედლიძესთან და მერის წარმომადგენელთან, პაატა ბერაძესთან ერთად ესწრებოდა. კრებაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებლებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ღია დისკუსიის ფორმატში განიხილეს. 24 იანვრიდან 3 თებერვლამდე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილის და დავით დევდარიანის  ჩართულობით სოფლის საერთო კრება ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. კრებებზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები მოსახეობასთან ერთად განიხილავდნენ საპროექტო წინადადებებს. საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები დღეს სოფელ კიცხში გამართული შეხვედრით დასრულდა. კიცხი სკვერის მოწყობა საუბნო გზების გასწორხაზოვნება   თეთრაწყარო  სასაფლაოს შემოღობვა წყლის მილების შეძენა სოფლის სკვერში და სასაფლაოს ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის აშენება საუბნო გზების გასწორხაზოვნება   ბორი სასაფლაოს შემოღობვა საუბნო გზების შეკეთება   საქარიქედი საუბნო გზების შეკეთება იგორეთი სასაფლაომდე მისასვლელი გზის და საუბნო გზის გასწორხაზოვნება. 2023 წელს ხარაგაულში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 890 ათასი ლარი დაიხარჯება. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfadfasf.jpg
03/02/2023 12:31

ლაშეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება გაიმართა

დღეს ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ საერთო კრებებზე პროექტები შეარჩია. მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელთან კახა კვინიკაძესთან და დეპუტატთან პავლე კიკალიშვილთან ერთად, მოქალაქეებს შეხვდა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: ლაშე გარე განათების ქსელის მოწყობა; საუბნო საუბნო გზას შეკეთება; უჩამეთი სანიაღვრე არხის მოწყობა; გარე განათების მოწყობა; ღვერკი საუბნო გზის მობეტონება; ხემაღალი საუბნო გზის შეკეთება; ლაშის იგორეთი საუბნო გზის შეკეთება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kty.jpg
03/02/2023 12:17

ხიდრის მოსახლეობამ პროექტები ხარაგაულის მერთან ერთად შეარჩია

სოფელ ხიდარში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. მოსახლეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ვარძია-ხიდარი-წყალაფორეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, შმაგი ხიჯაკაძესთან, და მერის წარმომადგენელთან, გიგი დოლიკაშვილთან ერთად ხვდება. სოფელ ხიდარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათება და სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა.  
სრულად