სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/330565590_223797803348067_1514954915898484477_n.jpg
06/03/2023 16:50

ხარაგაულის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებს გაწეული საქმიანობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აღნიშნული სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის მეთოდების შემუშავება, შემოწმებული ობიექტების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწავლა - ანალიზი და მათი თავიდან აცილების გზების 2022 წლის წლიური გეგმით გათვალისწინებული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 5  არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის: „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ის, „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ის, „სათნოების სახლის“ სსიპ ბორის საჯარო სკოლის, „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“, ასევე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმება. აღნიშნული ობიექტები რისკის შეწონვის მიხედვით მოხვდნენ უფრო მაღალი რისკის მატარებელთა რიცხვში. რისკის განმსაზღვრელად შეირჩა 5 რისკ-ფაქტორი: ბიუჯეტის გავლენა, შიდა კონტროლის გარემო (რისკის მართვა), წინა აუდიტის ჩატარების დრო და შედეგი, თანამშრომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება, მომხმარებელთა რაოდენობა. განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები: 23 მაისიდან 27 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს შიდა აუდიტორული შემოწმება. შემოწმებული იქნა ობიექტის საქმიანობა 2018 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის. ორგანიზაციას ჰქონდა ხარვეზები მუშაობაში და მიეცა 9 რეკომენდაცია. ხარვეზები იყო შემდეგი:    ცენტრის საკანცელარიო საქმისწარმოებაში არსებობს ხარვეზები: არ იყო შედგენილი თანამშრომლების მივლინებიდან და შვებულებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. დაგვიანებითაა ბრძანება შედგენილი დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან დაკავშირებით, ასევე არაა ბრძანება მისი სამსახურში გამოცხადების შესახებ. 2021 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულია- 23768 ლარის შესყიდვა, ხელშეკრულებები გაფორმდა 24023 ლარის შესყიდვაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულ იქნა 23817 ლარის მომსახურება. დაგვიანებით არის ატვირთული შესყიდვების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2020 და 2021 წლების. ცენტრის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებზე და მიღება- ჩაბარების აქტებზე არ არის მითითებული გაფორმების თარიღი. შპს „ცხოველთა მომსახურების ცენტრთან“ 2018-2019 წლებში დადებულ 4 (ოთხი) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ნდობით აღჭურვილი პირი, მინდობილობა არ არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ასევე არ არის ატვირთული მინდობილობა ი.მ. „თინა შარიქაძესთან“ 2019-2020 წლებში დადებულ 11  ხელშეკრულებაზე. დაგვიანებით არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2021 წლის 03 აგვისტოს №42 ხელშეკრულება. 2018 წელს ცენტრმა 10556 (ათი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ტრანსპორტის მომსახურებაზე გააფორმა ხელშეკრულებები. 19 ივნისამდე ყველა ხელშეკრულება დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონი, რადგან 5000 ლარამდე მონეტარულ ზღვრამდე ღირებულების შესყიდვაზე იდება ხელშეკრულება ამ წესით, ხოლო 5000 ლარს ზევით უნდა მოხდეს შესყიდვა ელექტრონული ტენდერით. ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ არ არის მატერიალური ფასეულობების გადაბარების აქტი შედგენილი. 2018-2019 წლებში ჩატარებულია ინვენტარიზაცია, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებას. არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია 2020-2021 წლებში.     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით დამტკიცებული თანამდებობები რიგ შემთხვევაში არ ედრება სახელფასო უწყისში ნაჩვენებ თანამდებობებს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო  ორგანიზაციას მიეცა 9 რეკომენდაცია. ბაღების გაერთიანების შემოწმების პერიოდში შესამოწმებლად, შერჩევის პრინციპით, შერჩეული იქნა 7  საბავშვო ბაღი: ხარაგაულის №1, №2, ბორითის, ღორეშის, ნადაბურის, გედსამანიის და სარგვეშის. აღნიშნულ ბაღებში შემოწმდა საკვები პროდუქტების ფაქტიური ნაშთები, თითოეული ბაღების საწყობებში. აგრეთვე დავათვალიერეთ შენობები და მათი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბორითის საბავშვო ბაღში პირველ სართულზე დერეფანში ჭერიდან ჩამოდიოდა წყალი, რამაც გამოიწვია დერეფნის ჭერის და იატაკის დაზიანება, რომლებიც საჭიროებენ შეკეთებას. ბორითის საბავშვო ბაღის შენობა ახალი ავტობანიდან განთავსებულია დაახლოებით 18 (თვრამეტი) მეტრის მანძილზე. ავტობანის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ არსებობს დიდი რისკი შენობის ოთახების გამონაბოლქვით დაბინძურების, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის საფრთხის შემცველი. შემოწმებულ ბაღებში კვების პროდუქტებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტებზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 – 2021 წლებში ხელშკრულების  შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში, მიღება- ჩაბარების აქტებში არის გადასწორების შემთხვევები. შესყიდვების  სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ხელმოუწერელი დოკუმენტაცია. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას 2019 წელს №36, №64, №81, №86 ხელშეკრულებებში ი.მ. „თინა შარიქაძე“, ს/კ 56001006090 მინდობილობით განსაზღვრულია წარმომადგენელი მარიანა პაპიძე. შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში არ არის ატვირთული მინდობილობა. რამდენიმე ხელშკრულებაზე არაა გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები.  2019 წელს 6000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები სხვადასხვა მონეტარული კოდით დადებულია გამარტივებული შესყიდვით, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა. 5000 ლარის ზემოთ ღირებულ შესყიდვაზე შესყიდვა უნდა განხორციელდეს ელექტრონული ტენდერით.   ბაღების გაერთიანებაში სარემონტო სამუშაოები, შეშის დაჩეხვა-დასაწყობება, ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი შესრულებულია ბაღში დასაქმებული თანამშრომლების მიერ არასამუშაო საათებში გაერთიანების დირექტორის ბრძანების საფუძველზე და შესრულებული სამუშაო ანაზღაურებულია სახელფასო ფონდიდან დანამატის სახით, დეფექტური და შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე. აღნიშნული ქმედება დაუშვებელია, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას, გაერთიანების თანამშრომლებზე, დამატებით მიცემულ სამუშაოზე გაფორმებული უნდა ქონდეს ხელშეკრულებები, ანაზღაურება გაცემული უნდა იყოს საქონელი და მომსახურების ხარჯიდან. საღანძილის და ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღებში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, რომელშიც გამოიყენება დიზელის საწვავი. აღნიშნულ ბაღებში 2021 წელს შეძენილია 8355 (რვა ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლიტრი დიზელის საწვავი: საღანძილის საბავშვო ბაღს გახარჯული აქვს მარტი-აპრილის თვეებში 1495 (ერთი ათას ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლიტრი, ხოლო ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღს მარტის თვეში 2000 (ორი ათასი) ლიტრი. გახარჯული დიზელის საწვავი ჩამოწერილია თითოეული ბაღის 3 (სამი) თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. აქტის შედგენის დროს გამოყენებული უნდა იყოს ნორმები, რითაც განსაზღვრულია თუ რა რაოდენობის საწვავი იხარჯება 1 (ერთი) საათის განმავლობაში, რამდენი საათი იმუშავა დღეში და რამდენი დღე იმუშავა თვეში. 2022 წლის პირველი იანვრისათვის დიზელის საწვავის ნაშთი შეადგენს 4860 (ოთხი ათას რვაას სამოცი) ლიტრს.     აღნიშნული შეუსაბამობების და რისკების აღმოსაფხვრელად გაიცა 9 რეკომენდაცია. ა(ა)იპ „სათნოების სახლში“ შემოწმდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდი. ჩატარებული შემოწმების მიხედვით, 2019-2021 წლებში ერთჯერადი დახმარებების გაცემის დროს არ არის შედგენილი მიღება- ჩაბარების აქტები დახმარების მიმღებ ბენეფიციარებთან. შესამოწმებელ პერიოდში არ არის დაწერილი ბრძანებები თანამშრომლების შვებულებიდან დაბრუნების შესახებ. ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს წესდებაში შესაცვლელია იურიდიული მისამართი და ტერმინოლოგია,  წესდება საჭიროებს განახლებას. ხარვეზებია შესყიდვებშიც. შემოწმების პერიოდში შემოწმდა ობიექტის კვების პროდუქტების საწყობი, ფაქტობრივად არსებული ნაშთის ოდენობა ზოგიერთ პროდუქტზე არ ემთხვევა ბუღალტერიაში არსებულ შესაბამის მონაცემს. ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტერი, ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოებია მემორიალური ორდერებით.  ანგარიშგება ნაწარმოებია „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც ამ დროისათვის ძალადაკარგულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 05 მაისის  ბრძანება №108-ით, 2021 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები უნდა იყოს „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“  ინსტრუქციის შესაბამისად.  ორგანიზაციას მიეცა 8 რეკომენდაცია ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ხრაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შემოწმება მიმდინარეობდა - 2022 წლის 07 სექტემბრიდან  2022 წლის 12 ოქტომბრამდე. შემოწმდა  პერიოდი - 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე. დასუფთავების მოსაკრებელის სახით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამოსაღებია 2020 წლის თანხა- დარჩენილი 5946 (ხუთი ათას ცხრაას ორმოცდაექვსი) ლარი, 2021 წლის-15458 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი.   სამსახურს 2020 წელს უძრავი ქონების იჯარაზე ხელშეკრულებები დადებული აქვს 61659 (სამოცდაერთი ათას ექვსას ორმოცდაცხრამეტი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია 47878 (ორმოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდათვრამეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 13781 (ცამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაერთი) ლარს. 2021 წელს დადებულია იჯარის ხელშეკრულებები 40801 (ორმოცი ათას რვაას ერთი) ლარზე, ფაქტიურად ხაზინის ანგარიშზე შემოსულია  13971 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი) ლარი, სხვაობა შეადგენს 26830 (ოცდაექვსი ათას რვაას ოცდაათი) ლარს. თანხები უმეტეს შემთხვევაში ირიცხება ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დარღვევით, რაზეც არ არის დარიცხული პირგასამტეხლო. არ არის გატარებული ღონისძიებები თანხების სრულად არ ჩარიცხვის შემთხვევებში. სამსახურის მიერ რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება,  დასარეგისტრირებელია შემდეგი დასახელების ქონება: სოფელ თეთრაწყაროში 79,5 კვ. მ. შენობა-ნაგებობა (ბიბლიოთეკა), საწყისი ღირებულებით 636 (ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარი. სოფელ საქასრიის ხიდი, საწყისი ღირებულებით 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარი.       მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული 2 ოთახი გადაცემული აქვს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ წარმომადგენელს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე.  სამსახურს მიეცა 5 რეკომენდაცია. სსიპ  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის“ ფინანსური და შესაბამისობის შიდა აუდიტორული შემოწმება მოიცავდა 2019-2021 წლების სამუშაო პერიოდს და მიმდინარეობდა 17.10.2022 წ. – 11.11.2022 წ.  მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებულ სკოლის საშტატო განრიგებს არ აქვს  თარიღი, რითაც ძნელია დადგენა რა დროიდან შედის ძალაში საშტატო განრიგი. სკოლას 2019 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: ხელფასების მუხლში - 56 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 15 ლარი, რეცხვისა და ქიმწმენდის ხარჯში - 70 ლარი, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯში - 50 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და მიღებული სხვა შემოსავლიდან (უკან დაბრუნებული დაგროვილი პენსის თანხა). სკოლას 2020 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 5 ლარი, აღნიშნული გადახარჯვა განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთიდან. სკოლას 2021 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით აქვს გადახარჯვა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით: საკანცელარიო საქონლის შეძენის მუხლში - 21 ლარი, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების ხარჯში - 38 ლარი, ელექტროენერგიის ხარჯში - 33 ლარი. აღნიშნული გადახარჯვები განხორციელებულია წლის დასაწყისში არსებული ნაშთისა და სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებში მიღებული ეკონომიიდან. სკოლის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის შეტანილი შეცვლილი დამტკიცებული ბიუჯეტი. ობიექტს მიეცა 3 რეკომენდაცია. ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ შიდა აუდიტორული შემოწმება მიმდინარეობდა 2022 წლის 14 ნოემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე და მოიცავდა - 2019  წლის 01 იანვრიდან  2022 წლის 01 იანვრამდე პერიოდს. ძირითადი მიგნებები იყო შემდეგი: შეუსაბამობა გამოიკვეთა საშტატო განრიგებსა და თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებს შორის. 2019-2021წწ საშტატო განრიგებში გათვალისწინებულია-ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგი. მაია ბლუაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული პიროვნება იყო ორგანიზატორიც და რიტმული წრის პედაგოგიც. აღნიშნული პოზიცია შეუსაბამოა მოცემული წლების თანამდებობრივ ფუნქცია-მოვალეობებთან. მათში არაა გაწერილი „ორგანიზატორი რიტმული წრის პედაგოგის“ ფუნქციები, ჩაწერილია მხოლოდ ორგანიზატორის ფუნქციები. ასევე საშტატო განრიგებში შეტანილია ხელგარჯილობის წრის პედაგოგის პოზიცია, თუმცა შესამოწმებელი პერიოდის თანამდებობრი ფუნქცია-მოვალეობების ნუსხაში არაა შეტანილი მისი ფუნქციები.     შინაგანაწესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში გაწერილია სამივლინებო თანხის ანაზღაურების წესი შემდეგი მოცემულობით „სამივლინებო თანხა ანაზღაურდება დირექტორის მიერ დადგენილი ტარიფით“, რაც შეუსაბამობაშია კანონთან. აღნიშნული ტარიფი დადგენილია კანონმდებლობით და ორგანიზაციის ხელმძღვანელის კომპეტენციაში არ შედის მისი განსაზღვრა.     ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“-ის წესდებაში ცვლილებაა შესატანი. შეცვლილი უნდა იქნას ტერმინი „გამგებელი“ და მის ნაცვლად ჩაიწეროს „მერი“. ასევე წესდების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტში არის შემდეგი ჩანაწერი: „მასობრივ წრეობრივ მუშაობას ხელმძღვანელობს კულტორგანიზატორი“, თუმცა არც ერთ საშტატო განრიგში და არც ფუნქცია-მოვალეობათა ნუსხაში არაა შეტანილი ასეთი პოზიცია.   2020 წლის შესყიდვების გეგმა ატვირთულია 6172 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებები დადებულია 6193 ლარის ღირებულების მომსახურებაზე, ხოლო ფაქტობრივად შესყიდულია 6158 ლარის ღირებულების მომსახურება.  დადებული ხელშკრულების ფასი მეტია გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე. ხელშეკრულებების საერთო ფასი გაზრდილია ისე, რომ არაა შესაბამისი ბრძანება გამოცემული შესყიდვის გეგმის ცვლილებაზე. შესყიდვის ხელშკრულებების ნუმერაციაშიც არის შეცდომა. 2 სხვადასხვა შინაარსის ხელშკრულებას აქვს ერთი და იგივე ნომერი. ფინანსური კუთხითაც არის ხარვეზები, კერძოდ, შემოწმებული წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ნაჩვენები ხელფასის დანამატის სახით გაცემულია თანხა არ შეესაბამება ფაქტობრივად გაცემულს, უფრო მეტი თანხაა გაცემული.   აღნიშნულ ობიექტს მიეცა 4 რეკომენდაცია. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების მონიტორინგი მოცემულ საანგარიშო პერიოდში ჩაუტარდა შემდეგ ობიექტებს: ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, რომელმაც რეკომენდაციების 56% შეასრულა, (ა)იპ „ეთერ კინაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“-ს- შეასრულა რეკომენდაციები100%-ით, ა(ა)იპ „სათნოების სახლი“-ს-შეასრულა რეკომენდაციები 75% -ით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს მონიტორინგი ჩაუტარდა 2023 წლის 9-10 იანვარს. სამსახურისთვის მიცემული 5 რეკომენდაციიდან შესრულებულია 3 რეკომენდაცია, 2 რეკომენდაციის შესრულებაზე სამსახური მუშაობს. სსიპ „ბორის საჯარო სკოლას“ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ჩატარდა 10 თებერვალს. ობიექტს შიდა აუდიტორებისგან მიცემული ქონდა 3 რეკომენდაცია. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სამივე რეკომენდაცია შესრულებულია. ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს“ ჩაუტარდება მონიტორინგი 2023 წლის მარტის თვეში, რაც გაწერილია სამსახურის აღნიშნული წლის წლიურ გეგმაში. შიდა აუდიტის სუბიექტის საჯარო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს მერიის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა ტრენინგებში.       სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგად ძირითადად გამოვლენილია ხარვეზები შესყიდვების პროცედურებთან, მატერიალური მარაგების კანონთან შესაბამის, როგორც აღრიცხვა-კონტროლთან, ასევე ხარჯვასთან და საშტატო განრიგებთან დაკავშირებით. გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია შიდა აუდიტის ობიექტების მიერ, მაგრამ გარკვეული ხარვეზები კვლავ რჩება და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური აქტიურად მუშაობს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების მონიტორინგზე.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/332406330_513291927550661_8463485300161908129_n.jpg
06/03/2023 16:02

საკრებულოს სხდომაზე მერიის სამსახურების უფროსებმა ანგარიშები წარადგინეს

დღეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. დეპუტატებს  მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფოსმა კახაბერ გოლუბიანმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და დასმულ  შეკითხვებს უპასუხეს. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნული სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა. ანგარიშებს გაეცანით აქ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში --- https://bit.ly/3Stayrh ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3InUClv ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3EsBphr   სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: კახაბერ გოლუბიანი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kojsgksdg.JPG
06/03/2023 13:06

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მრავალშვილიან დედებს,  3 მარტი  მიულოცა

დღეს ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, და მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მრავალშვილიან დედებს 3 მარტი პირადად მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს.   კობა ლურსმანაშვილი:   ,,ხარაგაულის მერიის სახელით, დღეს მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ჩვენი ყურადღება მრავალშვილიანი დედების მიმართ გამოგვეხატა. ხარაგაულის მერია ყოველთვის გამოირჩევა მათდამი მხარდაჭერით , თუმცა დღეს ჩვენ შევეცადეთ მათთვის სიხარული გვეჩუქებინა. თითოეულ დედას ვულოცავ დედის დღეს! ვფიქრობ, დედობა უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია ცხოვრებაში“.   მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.   ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45as45da65das.JPG
06/03/2023 13:04

ხარაგაულის სოფლებში თოვლის დნობამ მეწყრული პროცესები გამოიწვია

თოვლის დნობის და წვიმების შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხარაგაულის სოფლებში. მთიდან ჩამოწოლილმა მიწის მასამ, გადაადგილების პრობლემა შექმნა  რამდენიმე სოფლის საუბნო გზებზე. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციაში, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და ეცნობა შექმნილ მდგომარეობას. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:  ,,ხარაგაულის მერია მუშაობს და აღრიცხავს  ზიანს. მეწყრული უბნების რეაბილიტაციის მიზნით, ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ვფიქრობ,  რამდენიმე ლოკაციაზე დაიგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ასევე მოხდება გზის კონკრეტული მონაკვეთების რეაბილიტაცია." ამ ეტაპზე ხარაგაულის სოფლის ცენტრალურ გზებზე გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა ამ დრომდე რჩება შიდა საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთი, სადაც ხარაგაულის მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები გამოდარებისთანავე განახლდება. მეწყრული პროცესების გამო პრობლემები შეიქმნა ფონა - ჩუმათელეთის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ხარაგაულის მერიის, იმერეთის მხარის სამხარეო ადმინისტრაციის, ხაშურის მერიის და საავატომობილო გზების დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით, კონტრაქტორი კომპანია ,,არალის“ მიერ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. მიწის მასის ჩამოშლა პერიოდულად ახლდება, რის გამოც გზის აღნიშნული მონაკვეთი მუდმივი ყურადღების ქვეშ რჩება. მეწყრული პროცესები განვითარდა ძირულა-ხარაგაულის დამაკავშირებელ მონაკვეთზე.  აღნიშნული გზის მოვლა-პატრონობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტრაქტორი კომპანია ,,ბლექ-სი-გრუპი“ ახორციელებს. ამ ეტაპზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია ცალმხრივი მოძრაობა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/645asdasd.JPG
06/03/2023 12:56

მერის პირველმა მოადგილემ, დედის დღე, ომში დაღუპული გმირის დედას, მიულოცა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, ხვიჩა მუმლაძის დედას 3 მარტი მიულოცა. ვარლამ ჭიპაშვილი გმირის დედას, მზია მუმლაძეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად ესტუმრა, ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები მიართვა და სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. გმირულად დაღუპული მეომრის ხსოვნის პატივსაცემად სოფელი ყოველ გაზაფხულს ხვიჩაობას აღნიშნავს. ხვიჩაობა სოფელ სარგვეშში მაისის პირველ შაბათს აღინიშნება. მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება. ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45af465asf465.JPG
06/03/2023 12:53

მერის პირველმა მოადგილემ, უხუცეს ქალბატონს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ საბეში მცხოვრებ, უხუცეს ქალბატონს, ციცო კამკამიძეს ესტუმრა და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. ციცო ბებო, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელით გახდა, მერის პირველი მოადგილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაახარა და მას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ვიდეოს, სადაც ის სახლის სახურავს თოვლის და სიმღერას ასრულებს, სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს. ციცო ბებო საბეში ძალიან უყვართ. მისი ოჯახი თანასოფლელებისთვის შეხვედრების და საუბრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მერის პირველი მოადგილე, 84 წლის ციცო კამკამიძეს მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან ერთად ესტუმრა და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.   მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება. ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd165asd465asd.JPG
06/03/2023 12:51

დედის_დღე მოსწავლე_ახალგაზრდობის_სახლში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საგალობელი დედებს“ გაიმართა.   ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო. მერის პირველმა მოადგილემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა და შვილებთან ერთად წარმატებები და ბედნიერი დღეები უსურვა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა, 3 მარტის დღესასწაული, დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ვიდეო კონკურსის "სიცოცხლის საწყისის" გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.   გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.     ფეისბუქ ლაიქების გამარჯვებულს - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის, მე 10 კლასის მოსწავლეს , მარიკა ბარბაქაძეს. ჟიურის რჩეულს - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მე-7 კლასის მოსწავლეს, გიორგი მდივნიშვილს და მე -10 კლასის მოსწავლეს, ნათია კაციტაძეს.   მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში 12 წრე ფუნქციონირებს და 220 ბავშვი სწავლობს  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/332329985_568968611875765_6842901955034706946_n.jpg
06/03/2023 12:15

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა

6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ   დეპუტატებს 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც პეტრე შარიქაძემ განაცხადა, 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N2685 (31.12.2020) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 809 796 ლარი, თავდაპირველად დაფინანსდა 15 პროექტი, განკარგულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 5 269 395 ლარი, ხოლო პროექტების რაოდენობა გაიზარდა 33-მდე. პროექტების სამუშაო პროცესი უმეტეს ობიექტზე მიმდინარეობდა სწრაფი ტემპით რისი შედეგიცაა წლის ბოლოს მიღწეული შედეგი საკასომ შეადგინა გამოყოფილი თანხის 99%-ზე მეტი.      ასევე 2022 წელს მოხდა 7 გარდამავალი პროექტის წინსწრებით დასრულება, ნაცვლად 2023 წლისა 2022 წელს შესრულდა 1 000 000 ლარზე მეტი სამუშაოები. შესაბამისად აღნიშნული თანხა გამოთავისუფლდა და მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა 2023 წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად. ჯამში 2022 წელს მუნიციპალიტეტის 33 სოფელში მობეტონდა 36 კილომეტრი გზა. წლის ბოლოს პროექტების შერულება,საკასომ შეადგინა 5 167 373 ლარი. რაც გამოყოფილი თანხის 98,06%-ია.      2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N76 (25.12.2022) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 643 963 ლარი, დაფინანსდა 24 პროექტი. დაფინანსებული 24 პროექტიდან 12 იყო გარდამავალი. აღნიშნული 24 პროექტიდან 16 პროექტზე ხელშეკრულება უკვე დადებულია. დარჩენილ 8 პროექტზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება.       2022-2023 წელს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ინსპექტირების კომისიის წვრებთან ერთად, ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მიმდინარე სამუშაოებზე, სისტემატიურად ხდება სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი სამსახურის თანამშრომლების მიერ კვირის მთელ მონაკვეთში საჭიროების შემთხვევაში დასვენების დღეებშიც კი. ასევე ყოველ ხუთშაბათ დღეს ხდება შეხვედრა მშენებელ ორგანიზაციებთან რათა გამოირიცხოს ან დაუყოვნებლივ მოხდეს რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა პროექტში.     2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 10 ივნისის N1014  განკარგულებით გამოეყო 481 512 ლარი, დაფინანსდა 2 პროექტი და  გაფორმდა გარდამავალი ხელშეკრულება რომლის ჯამურმა ღირებულებამ მიაღწია 719 432 ლარს, 2022 წელს უნდა მოხდარიყო 481 512 ლარის სამუშაოების განხორციელება 2023 წელს კი დასრულებულიყო პროექტები. სამუშაოების განხორციელება მოხდა წინსწრებით სრულად  ნაცვლად 481 512 ლარისა შესრულდა 708 224 ლარის სამუშაო, რამაც მუნიციპალიტეტს 2023 წელს საშუალება მისცა მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 510 051 ლარი. აღნინშნული თანხით სოფელ წიფაში - 300 000 ლარი და სოფელ გედსამანიაში - 210 051 ლარი, მოხდება გზების რეაბილიტაცია. სოფლის პროგრამა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდა თანადაფინანსება 329 531 ლარი, ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ შეადგინა 1 219 531 ლარი. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 170 პროექტი. ხელშეკრულება გაფორმდა ორ საპროექტო ორგანიზაციასთან, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტები. 170-ვე პროექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასოს თანხამ ეკონომიების გათვალისწინებით შეადგინა 100%. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდება თანადაფინანსება. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 175 საპროექტო წინადადება. მათ შორის გზების 44 პროექტი, გარე განათების 35 პროექტი, წყლის სისტემების 35 პროექტი, სასაფლაოს შემოღობვის 18 პროექტი, ხიდების 5 პროექტი და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის 38 პროექტი. განკარგულების გამოსვლის შემდეგ ხელშეკრულებები გაფორმდება საპროექტო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს, რის შემდგომაც მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება შემსრულებელ პირებთან სამუშაოების განხორციელებაზე.       2022 წელს ადგილობრივი დაფინასებით განხორციელდა გზების, ხიდების, წყლის სისტემების მოწყობისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯამური ღირებულებით 154 763 ლარი.          ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები მობილიზებული იქნა თანადაფინანსებებშიც: 329 531 ლარით დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერის - 87 პროექტი. 2022 წელს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიგეგმა ინოვაციური პროგრამის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ის 6 პროექტი ღირებულებით - 116 673 ლარი. პროექტები განხორციელდა მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით. ამ ეტაპზე სამუშაოები ყველა პროექტზე დასრულებულია.     2022 წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხით 114 795  ლარით განხორციელდა 3 სკოლის რეაბილიტაცია. სამივე ობიექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასომ შადგინა-114 120 ლარი.          2022 წელს გამოიყო 1 000 000 ლარი. შეირჩა 4 პროექტი, რომლებზეც სამუშაოები დასრულდა ვადაში. მოხდა 1 დიდი და 2 მცირე სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ასევე განხორციელდა კიცხში ჩაწყვეტილი გზის აღდგენა. საკასო თანხამ შეადგინა - 939 724 ლარი. 2021 წლიდან დღემდე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარდგენილი პროექტებიდან  გრანტი მოპოვებულია 4 პროექტზე ჯამში 2 619 727 ლარი. 4 პროექტზე სამუშაოები დასრულებულია.    სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა -588 000 ლარი ( დასრულება 14 ივნისი); დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია-264 999 ლარი (დასრულება 08 აგვისტო); სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-234 444 (დასრულება 15 ივლისი) ; დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც ფონდიდან მოთხოვნილი თანხა 1 460 942 ლარია.      მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან. მიმდინარეობს სამუშაოები დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე-1 890 360 ლარი. ასევე მიმდინარეობს 2 ეტაპიანი უწვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები რაც ჯამში-6 მილონამდე ლარს შეადგენს.           ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური განიხილავს მოქალაქეებიდან შემოსულ განხადებებს საანგარიშო პერიოდში შესწავლილია და შესაბამისი რეაგირება მოყვა 1 510 განცხადებას, სამსახური ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურეობის საკითხებს. სამსახურის სპეციალისტები  მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში შექმნილ სხვადასხვა კომისიების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, კოორდინაციას უწევენ გაზიფიცირებისა და ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს (მუნიციპალური საჭიროებებისათვის).            ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, მერის დავალებების შესრულების მიზნით, მოქმედებს სამსახურის დებულების შესაბამისად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  კოორდინირებულად მოქმედებს მერიის სხვა სამსახურებთან, მჭიდროდ თანამშრომლობს საკრებულოსთან და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან, აწარმოებს ოპერატიულ თანამშრომლობას სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. საბოლოოდ 2022 წელს, ყველა ფონდით გამოყოფლი თანხიდან 11 421 759  ლარი აღებული ვალდებულებების საკასო 11 376 071 ლარი 99,6%-ით შესრულებულია.  აღნიშნული სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.  ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ: https://bit.ly/3InUClv
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ccae884b-dedd-4bf8-be5d-97ab48fefab9_675.jpg
02/03/2023 12:42

უამინდობის გამო ხარაგაულს წყალი გრაფიკით მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვის ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, უამინდობის გამო  მარელისი-ლეღვნის სათავიდან შემოსული წყალი დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს  ვერ აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე ხარაგაულს წყალი დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარებიდიდან და სატუმბო სადგურებიდან  მიეწოდება. გამომდინარე აქედან , მიმდინარე კვირაში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი გრაფიკით დილით, 8 საათიდან 11 საათამდე, და საღამოს, 6 საათიდან 9 საათამდე, მიეწოდება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგება აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dnv.jpg
01/03/2023 16:10

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაული გაზაფხულს პირველ თვეს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით შეხვდება. გთავაზობთ კულტურული ღონისძიებების განრიგს: 2 მარტი-დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ორგანიზებით, დასაწყისი:15:00 საათზე. 6 მარტი-შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი 15:00 საათზე. 6 მარტი- ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი-18 საათზე. 18 მარტი-  რეზო თაბუკაშვილის თეატრი გამართავს შემოქმედებით ღონისძიებას-„შემოქმედებითი ქალბატონები“, სადაც მოეწყობა ვიდეორგოლის წარდგენა. 27 მარტი-N2 სკოლამდელ დაწესებულებაში ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო. 27 მარტი-თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრში მოეწყობა სპექტაკლის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენება. დასაწყისი 13:00
სრულად