სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/280063346_3362675783979571_2235872487031515875_n.jpg
09/05/2023 14:07

78 წელი მეორე მსოფლიო ომიდან

დღეს, 9 მაისს, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღინიშნება. ხარაგაულის მერმა, კობა ლურამანაშვილმა, მერის პირველ მოდგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერია  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს  97 წლის იური ბუაჩიძეს.  ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცემა.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/maisss.jpg
09/05/2023 13:58

დღეს 9 მაისია

78 წელი მეორე მსოფლიო ომიდან. დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღინიშნება. ხარაგაულის მერმა, კობა ლურამანაშვილმა, მერის პირველ მოდგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერია  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს  97 წლის იური ბუაჩიძეს.  ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცემა.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/samoqalaqo_1.jpg
05/05/2023 14:02

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 19 იდეა შეირჩა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის  ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის 2023 წელს 150 000 ლარი განისაზღვრა. ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.  სულ შემოვიდა 35 საპროექტო წინადადება.   ხმის მიცემის ეტაპზე 19 იდეა გადავიდა. ეს პროექტებია: სოფელ მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის მოწყობა - გურამ შველიძე სოფელ ბორში გასართობ-დასასვენებელი  სივრცის მოწყობა - თამთა პავლაძე სოფელ  საბეში გამოქვაბულში ასასვლელი კიბისა და მის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა  - ლელა ბაბლიძე სოფელ ბორითში დასასვენებელი სივრცის მოწყობა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის - ნიკა გორგაძე სოფელ ლეღვნის ცენტრში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა - თამაზ მაღრაძე სოფელ ბორითში ინოვაციური სივრცის მოწყობა - გურამ კურტანიძე სოფელ ღორეშაში ,,პაპულიას წყაროს“ რეაბილიტაცია - თორნიკე კურტანიძე სოფელ ვარძიაში ახალგაზრდული სკვერის და მემორიალური სივრცის მოწყობა - გაგა ბედიაშვილი  მინი-სტადიონის მოწყობა სოფელ წყალაფორეთში -ანა ნიქაბაძე დაბა ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა - დიმა ჩიკვაიძე  დაბა ხარაგაულში ჭავჭავაძის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა - ხათუნა თურქიშვილი სოფელ ხიდარში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მემორიალური დაფის მოწყობა - ლევან დოლიკაშვილი  სოფელ ხუნევის ტერიტორიაზე საბავშო სკვერის მოწყობა - მარიკა ლომიძე  გედსამანიის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობა - რუსუდან ჩადუნელი  სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში წყაროს რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა - ალექსი კიკნაძე  სოფელ თეთრაწყაროში სკვერში არსებულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მინი სტადიონის მოწყობა - ელგუჯა ბანცაძე  ღია სპორტული ტრენაჟორების მოწყობა  სოფელ ნადაბურში - ნინო ლომიძე  მოლითში შეხვედრებისთვის დარბაზის რებილიტაცია - იოსებ კიკნაძე სოფელ ნებოძირში სკვერის მოწყობა - ნინო ტალახაძე  ხარაგაულის მერია კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს ინდივიდუალურად გაგაცნობთ  და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.  თქვენთის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა უკვე შეგიძლიათ  მოცემული ბმულის საშუალებით . https://bit.ly/3VQ834d გაწვდით ინფორმაციას ხმის მიცემის წესების შესახებ: ხმის მიცემისათვის ზემოთ მითითებულ ლინკზე, მონაწილემ შემდეგი თანმიმდევრობით, შესაბამის გრაფებში, უნდა მიუთითოს:  ➤  სახელი, გვარი ➤ პირადი ნომერი ➤ მობილური ტელეფონის ნომერი ➤ მონიშნოს ღილაკი ვეთანხმები ხმის მიცემის წესებს (დაინტერესების შემთხვევაში წესების გასაცნობად უნდა დააკლიკოს ამავე ტექსტს და გამოჩნდება შესაბამისი ინფორმაცია) ➤ მონიშნოს ღილაკი sms კოდის მიღება ➤მითითებულ მობილურ ნომერზე მიიღებს sms კოდს ➤ მიღებული კოდი შეიყვანოს ეკრანზე გამოჩენილ შესაბამის გრაფაში. ამის შემდეგ გამოჩნდება პროექტების ჩამონათვალი. ამავე გვერდზე i ღილაკის მონიშვნით გამოჩნდება შესაბამისი პროექტის აღწერა. მონაწილემ უნდა მონიშნოს მისთვის სასურველი მაქსიმუმ 3 პროექტი და დაადასტუროს შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „თქვენი ხმა მიღებულია“. ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა. პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. ,,სამოქალაქო  ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd55f5asdf.jpg
05/05/2023 11:13

დღეს ვარძიაში 80 ოჯახში გაზი აინთება

,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ზესტაფონი-ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერის, ლევან აბაშიძის ინფორმაციით,  ვარძიაში სამუშაო პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და ყველა აბონენტს, რომელიც ტექნიკურ რეგლამენტს დააკმაყოფილებს ბუნებრივი აირი მიეწოდება. კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ სოფელ ვარძიის დაქსელვას და გამრიცხველიანებას წლის ბოლომდე სრულად უზრუნველყოფს. საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუატატის, პაატა კვიჟინაძის აქტიურობით, მხარის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის და მერის , კობა ლურსმანაშვილის ჩართულობით ვარძიის გაზიფიცირების თემა, როგორც პრიორიტეტული საკითხი პრემიერ - მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარედგინა და დადებითად გადაწყდა. სოფელ ვარძიაში განხორცილებული სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 550 ოჯახს მიეცემა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdjf4ddf.jpg
05/05/2023 11:12

ხარაგაულის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა

შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა ,,გრავე" ხარაგაულის ცენტრალურ პარკში კონცერტი გამართა. მუსიკალურ საღამოს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალ რეკრეაციულ სივრცეში, სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა, ლალი ალექსიძემ, ხარაგაულელებს, ცოცხალი ბენდის მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შესთავაზა. ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ირინე ჩხეიძემ, ვასიკო კიკნაძემ და სალომე კვირიკაშვილმა. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/gfadf.jpg
05/05/2023 11:10

ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სერია დასრულდა

ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა. წამყვანის, მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. გივი კურტანიძის ექვსეულმა, ინტელექტუალური თამაში, წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:1 დაასრულა. დღის მოაზროვნედ ბაჩო შველიძე დასახელდა. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: გივი კურტანიძე, მაკა გელაშვილი, თამარ ფცქიალაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, ბაჩო შველიძე და გიორგი ლომსაძე. ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სერია დასრულდა. სეზონის გამარჯვებულად ალექსი კიკნაძის ექვსეული გახდა, რომელმაც ინტელექტუალური თამაში წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:0 დაასრულა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd_2.jpg
05/05/2023 11:09

სათავგადასავლო ტურ-თამაშებში ვახანის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, სათავგადასავლო ტურ-თამაშები ვახანის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი მარელისის, ხოლო მესამე ადგილი ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. პროექტი ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 9 მონაწილისგან: 4 გოგო, 4 ბიჭი და 1 მასწავლებელი. მონაწილეთაგან გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ტურ-თამაშებში სულ 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98.jpg
05/05/2023 11:07

ხარაგაულის მერი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც შესაძლეობლობა ჰქონდა ზრდასრულთა განათლების ცენტრების (DVV) მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდა. ხარაგაულში უკვე მეხუთე წელია გერმანიის ზრადსრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ხარაგაულელ ახალგაზრდებს ახალი პროფესიების დაეუფლების შესაძლებლობას აძლევს. ვიზიტის მიზანი ზრდასრულთა განათლების ცენტრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და ამ კუთხით გამოცდილების მიღება გახლდათ. სამუშაო ვიზიტი გერმანიაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით განხორციელდა. შეხვედრები გაიმართა ბავარიის ზრდასრულთა განათლების თავმჯდომარესთან, ასევე ბავარიის პარლამენტის წევრებთან და მიუნხენის ვიცე მერთან. კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი: „ზრდასრულთა განათლების ცენტრი ეს არის პროფესიული კადრების შექმნის შესაძლებლობა, ეს მიმართულება კარგადაა განვითარებული გერმანიაში, მარტო ბავარიის მხარეს 180 ასეთი ცენტრი აქვს. ჩვენ ამომწურავად მივიღეთ ინფორმაცია თუ რა მოლოდინები აქვთ გერმანელებს ამ ცენტრებიდან და რა შედეგს იღებენ მაქსიმალური დაფინანსების სანაცვლოდ.“ როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, იგი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს. ,,ხარაგაულის მერია მაქსიმალურად გაიზიარებს ცენტრის ინიციატივებს და დაეხმარება მათ ახალი იდეების განხორციელებაში"- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/rcheuli.jpg
03/05/2023 19:21

ხარაგაულის ,,რჩეული მოსწავლე” ცნობილია

ხარაგაულის კინოთეატრში, ახალგაზრდული ფესტივალის, ,,გაზაფხულის ხარაგაული" ფარგლებში, პროექტი  ,,რჩეულის" ფინალური შეხვედრა გაიმართა. ინტელექტუალურ თამაშს ხარაგაულის  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე ესწრებოდნენ. თამაშს პროექტის ავტორი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი უძღვებოდა. წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს წარმატებით გაართვა თავი და ,,რჩეული" მოსწავლის ტიტული დაიმსახურა ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე გორგაძემ. პროექტში ,,რჩეული“ პირველ ადგილზე გავიდნენ: მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი დევდარიანი და ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლე, თამთა პავლაძე. პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა დააჯილდოეს. დღეს  ,,რჩეულის" ტიტულის მოსაპოვებლად 9 მოსწავლე იბრძოდა: მეორე ადგილზე გავიდნენ: ნინო ცუცქირიძე - მოლითის საჯარო სკოლა დემური ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა ბაჩუკი ღონღაძე - ვარძიის საჯარო სკოლა მესამე ადგილი დაიკავეს: ლუკა თაბუკაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლა ლუკა მოდებაძე - ლაშის საჯარო სკოლა გიორგი სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა  თამაშის მიმდინარეობისას მონაწილეთა პასუხებს სპეციალური ჟიური აჯამებდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზა ვეფხვაძე, მარინა ვეფხვაძე და ალექსი კიკნაძე. ,,რჩეულის” ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის პირველ ტურში 300-ი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. მე-2 ტურში 26 საუკეთესო მოსწავლე გადავიდა, დასკვნით ეტაპზე გადასული 9 ფინალისტიდან ,,რჩეულის“ ტიტული ერთმა მოსწავლემ მიიღო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_6.jpg
01/05/2023 13:10

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 2023  წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ. საკრებულოს წევრებმა ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს: 2.ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ  დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;                                                                                                 მომხს: თამარ ლაცაბიძე „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“    -      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                        მომხს: კახაბერ გოლუბიანი                   4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                                                                                                                  მომხს: გივი კურტანიძე 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) ექვსი თვის ვადით  და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) ერთი წლის ვადით  კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის  პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით,  იჯარის ფორმით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;                                                                                              მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                                 მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                                                  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი    
სრულად