საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_1.JPG

სოფლის პროექტებით, წელს, ხარაგაულში, 166 პროექტი განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შერჩეული პროექტები, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს წარუდგინა.

საერთო ჯამში ხარაგაულის 78 სოფელში 166 პროექტი შეირჩა.

დღეს პროექტები ჯერ, საკრებულოს ბიურომ განიხილა, ხოლო შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. დღევანდელ სხდომაზე მოხდა ასევე გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით გადანაწილება.

საერთო ჯამში, ხარაგაულს, სოფლის პროექტების განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო.

შემდეგ ეტაპზე მოსახლეობის მიერ შერჩეულ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვა, ასევე, პროექტები გაიგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოების განხორციელება.

ნანახია: 4324 - ჯერ