საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1190.JPG

ვახანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პრიორიტეტები შეირჩა

 სოფლად მცირე პროექტების დაფინანსების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა თავად ირჩევს პროექტს, რომელსაც ღი აკენჭისყრის შედეგად ხელმოწერით ადასტურებს.

ვახანის თემში, სადაც სამი სოფელია გაერთიანებული საერთო კრებები ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა.

ვახანის მოსახლეობამ 2020 წელს, ინასარიძეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალურ ქუჩაზე გარე განათების მოწყობას მიანიჭა პრიორიტეტი.

ზედუბანში მათთვის განკუთვნილი 10 000 ლარით, მოსახლეობამ, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება აირჩია.

სერბაისში ასევე, 10 000 ლარით სანიაღვრე არხს მოაწყობენ ყორღანის უბანში და დარჩენილი თანხით საუბნო გზებს მოხრეშავენ.

ნანახია: 3992 - ჯერ