საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2%2012.png

ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა. 

ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება და ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი - ქუჩის კალათბურთი(street ball). 

სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება. 

გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე.

კალათბურთის მოედნის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ხარაგაულის საფეხურთო მოედანს.

საერთო ჯამში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარაგაულში 247 505 ლარია გამოყოფილი. 

ნანახია: 4315 - ჯერ