საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0375.JPG

მერის სარეზერვო ფონდიდან მხატრიშვილებს სახლს შეუძენენ

ხანძრით დაზარალებული მხატრიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოინახულა.
მერის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახისთვის ახალ სახლს შეიძენენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიების პროცესი, რომელშიც ოჯახის წევრები უშალოდ არიან ჩართული.
დღესვე, მხატრიშვილების 8 სულიან ოჯახს, ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული სოციალური აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები გადავეცით.
მადლობა ხარაგაულის მოსახლეობას უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის!
მადლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ოჯახის ფინანსური დახმარებისთვის! 

მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე) აქციაში ჩართულობისთვის!
შეგახსენებთ, რომ მალხაზ მხატრიშვილის მრავალსულიან ოჯახს, სოფელ ვახანში, ცოტა ხნის წინ, სახლი დაეწვა.
დაზარალებული ოჯახი ამ დრომდე, ძმის ოჯახში ცხოვრობს.

ნანახია: 4888 - ჯერ