საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_2087.JPG

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულში 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის  სპეციალური ტექნიკით, სოფელ ზვარესა და მოლითში სტიქიით დაზიანებული გზები უკვე  გაიწმინდა.  ქვა-ღორღისგან გასუფთავდა ასევე, საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. მიმდინარეობს ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები და სოფელ წიფაში დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები.

 ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და  სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრა.
 შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა.
საერთო ჯამში ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

ნანახია: 4558 - ჯერ