საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/64241198_335463523813295_2603374179994566656_n.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა

12  ივნისს, გვიან ღამით, ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. რის შედეგადაც პარალიზებულია

სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

სტიქიამ შედარებით მსუბუქად დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

დღეს დილიდან ინტენსიურად დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები: მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც დაბის ქუჩებს ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.  შესაბამისმა კომისიამ დაიწყო ზარალის დათვლა.

შეგახსენებთ, რომ ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.

 

ნანახია: 3910 - ჯერ