საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0115.JPG

ხარაგაულის მერი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეის მერი ნიკოლოზ თოფურიძე  და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე სოფელ ლახუნდარისა და წყალაფორეთის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ღიად ესაუბრა. ძირითადი საკითხები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შეეხო. ადგილობრივების წინაშე ასევე მწვავედ დგას ხე-ტყის მოპოვებისა და სოციალური საკითხები.

პრიორიტეტად სოფლებში გზების რეაბილიტაცია და წყლის სისტემის მოწყობა დასახელდა.  
მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ესაუბრა და მათ მერიის სამოქმედო გეგმა გააცნო.
მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მისივე განმარტებით 2017-2018 წლებში წყალაფორეთის ადმინისტარციულ ერთეულში საგზაო ინფრტასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილონ 174 ათასი ლარი გამოიყო.

შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხონის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დროულად დაწყება მოითხოვა, მათი განმარტებით გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოიყო თანხა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს  აგვიანებს.

მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის  განცხადებით მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები 5 იანვრამდე უნდა დაასრულოს, თუ კომპანია აღნიშნულ პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს დაჯარიმდება ან  შეუწყდება ხელშეკრულება. 

მოსახლეობასთან შეხვედრისას ნიკოლოზ თოფურიძემ   აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალსა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ნანახია: 5229 - ჯერ