კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9341.JPG

  ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატში ვარძიის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულში  ფეხბურთი მოყვარულთა ლიგის რაიონული ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში  ვარძიისა და ბორითის სამოყვარულო გუნდები ასპარეზობდნენ, რომელიც  საბოლოოდ ვარძიის გამარჯვებით  ანგარიშით  2:1  დასრულდა.

გამარჯვებული  გუნდი ქუთაისში რეგიონის სამოყვარულო ლიგაში იასპარეზებს, სადაც დასავლეთის ზონის სხვა გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზატორობით, ფეხბურთში მოყვარულთა ლიგა, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

 ხარაგაულში  ფეხბურთის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური.

ნანახია: 5147 - ჯერ