კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/hjkmcbhnm.jpg

ანსამბლმა „იალონი“ ხარაგაულში კონცერტი გამართა

ხმების საოცარი ჰარმონია, მრავალხმიანობის იშვიათი შერწყმა და ტბილხმოვანებით გაჯერებული ქართული ხალხური მელოდიები - ასეთი იყო „იალონის“ კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში, რომელიც მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. 
იალონი ხარაგაულში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოვიდა.
მგალობელ გოგონათა გუნდი - „იალონი“ 2009 წლიდან ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის, ხალხური სიმღერებისა და ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ქალთა ანსამბლად არის აღიარებული.

 

 

ნანახია: 4166 - ჯერ