კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghjkhm.jpg

„მოსიარულე სიკეთე“ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის პრემიერა

10 მარტს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სპექტაკლის „მოსიარულე სიკეთე“ პრემიერა გამართა.

მონო-სპექტაკლი საუცხოო მსახიობს, ბატონ იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა.

პრემიერა მსახიობის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. თეატრის რეჟისორის ინფორმაციით, იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლის ჩვენება ხარაგაულში, მაისის თვეში გაიმართება.

სპექტაკლის პრემიერას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და საქართველოდან და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს ამ დროისთვის 60 მონო-სპექტაკლი აქვს დადგმული.

ნანახია: 4616 - ჯერ