კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48413084_587454251667449_4961137661575168000_n_2.jpg
20/12/2018 14:27

ხარაგაულელი ანი ბლიაძე - იმერეთის წარმატებული სპორტსმენი კალათბურთში

ხარაგაულელი კალათბურთელი გოგონა ვერტყვიჭალიდან, ანი ბლიაძე(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) სეოკ იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა  „წარმატებული სპორტსმენის“ დიპლომით დააჯილდოვდა.  დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წლის წარმატებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. იმერეთის რეგიონის წლის წარმატებული სპორტსმენები სპორტის სხვადსხვა სახეობებში გამოვლინდნენ, რომელთა დაჯილდოება საზეიმო გარემოში წარიმართა. წარმატებული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით   ოლიმპიური კომიტეტის ქუთაისის წარმომადგენლებმა დააჯილდოვა. ანი ვერტვიჭალის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მას განსაკუთრებით უყვარს  სპორტის ეს სახეობა და კალათბურთელი გოგონების დიდი გულშემატკივარია. ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, 2018 წელს,  იმერეთის ჩემპიონატის  გამარჯვებული გახდა. ხოლო, ამავე წელს გოგონებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Happy_new_year_06463.jpg
20/12/2018 11:44

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ხარაგაულში

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.      1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი      2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;     3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;     4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;     5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,     12:00  საათი;     6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,     15:00 საათი;      7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;     8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, -  29 დეკემბერი, 13 საათი.     9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,     13:00 საათი;     10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.     11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.     12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.     13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/xfghcxvbncvbn.jpg
17/12/2018 10:35

საბა ებანოიძემ „ეტალონის,, შუალედურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. კონკურსში საბა ებანოიძემ (ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - X კლასი) 85 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.  ჩემპიონატში სულ 21 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 2018 წელს თავიანთ მუნიციპალიტეტებში "ეტალონის" გამარჯვებულები გახდნენ.  შუალედურ ფინალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საბას გამარჯვება პირადად მიულოცა.  პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომები გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით ისინი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. საბა ებანოიძე 2019 წელს "ეტალონის" გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 15 ივნისს გაიმართება.  ვულოცავთ საბას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dxghjfcghnjmvcb_1.jpg
19/11/2018 11:42

ხარაგაულს იაპონიის ელჩი სტუმრობდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა.  ელჩს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლეს. ტადაჰარუ უეჰარას ვიზიტი ხარაგაულში რამაზ ბლუაშვილის მოწვევით შედგა.  ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ საღანძილეში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/fcgkhmbnmvbnm.JPG
12/11/2018 15:39

ხარაგაულში მხატვართა კონკურსი - შემოდგომის პალიტრა გაიმართა

დღეს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ა(ა)იპ ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის," მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ახალგაზრდა მოყვარულმა მხატვრებმა ნამუშევრები თავისუფალ თემებზე შეასრულეს. მათ ნამუშევრებს სპეციალურად შერჩეული ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში ჟუჟუნა კვანტრიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე და გაიოზ შუბითიძე შედიოდნენ. ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 სკოლიდან 75 ახალგაზრდა იყო ჩართული. კონკურსის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - ანი კვინიკაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა); II ადგილი: ნათია ბურჯანაძე (დაბის N3 საჯარო სკოლა), თეონა ჭიპაშვილი და გიორგი გელაშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); III ადგილი: ნანა მდინარაძე (კიცხის საჯარო სკოლა), მართა გურგენიძე და მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია). დაჯილდოვდნენ ასევე ყველაზე პატარა მონაწილეები: ილია კაპანაძე (ბაზალეთის საჯარო სკოლა), ელენე ხიჯაკაძე (N3 საჯარო სკოლა), ვაჩე კურტანიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) და თამთა ხუჯაძე. ჟიურის სიმპათია გახდნენ: 1.ლუკა ყრუაშვილი (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 2. ნინო შველიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 3. ლიკა იჩქიტიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 4. ელენე ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 5. ლიზა ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 6. ქრისტინე ლაცაბიძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 7. ლუკა ბერაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 8. მარიამ ფცქიალაძე (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია) 9. მარიამ კოჩაძე (მარელისის საჯარო სკოლა) 10. ელენე ბუაჩიძე (N3 საჯარო სკოლა) 11. ქრისტინე ტაბატაძე (საღანძილის საჯარო სკოლა) 12. კესო იჩქიტიძე (N3 საჯარო სკოლა) 13. ლუკა ჯამაგიძე (მოლითის საჯარო სკოლა) 14. ანა მაისურაძე (N3 საჯარო სკოლა) 15. გიორგი კვინიკაძე (N2 საჯარო სკოლა). კონკურსის გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0030.JPG
02/11/2018 16:17

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა. კონკურსში 10-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ხატვის დრო  4 საათით განისაზღვრა.   მოყვარულმა მხატვრებმა კონკურსის დაწყების წინ 3 თემიდან სასურველი აირჩიეს. ნამუშევრები სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა ჟიურიმ უნდა შეაფასოს. შედეგები ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.   პროექტის ორგანიზატორია ხარაგაულის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი". მხარდამჭერია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45121853_1651804944925447_8103860275389661184_o.jpg
02/11/2018 11:46

ფეხბურთში ვარძიის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. სპორტულ დარბაზში, ამჯერად,  ოლიმპიადის ფარგლებში  ფეხბურთი გაიმართა. მინი ფეხბურთში დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის, ბორითის, კიცხის, ვარძიის, ხიდრის, ბორის, მესამე საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს ვარძიისაა და ბორითის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება ვარძიის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი  იმერეთის რეგიონალურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას. ხარაგაულში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორი  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურია(უფროსი ირინე ჩხეიძე) ხოლო, მხარდამჭერი - ა(ა)იპ "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"(დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45296873_1651335848305690_2613700355115974656_o.jpg
01/11/2018 12:06

კალათბურთში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

31 ოქტომბერს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" სპორტულ დარბაზში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში(ვაჟებს შორის), სადაც მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის  #2, #3, ვერტყვიჭალის, ხევის, ნადაბურისა და ბორითის საჯარო სკოლის გუნდებმა. პირველი ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ხევის საჯარო სკოლის გუნდი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ddyelasf.jpg
26/10/2018 12:58

ჰოლანდიური ანსამბლი „მერანი“ ხარაგაულის სცენაზე ქართული სიმღერებით წარსდგა

  ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ „კახორისა“(ლოტბარი ალეკო მიქელაძე) და  ჰოლანდიური ანსამბლის „მერანის“ (  ხელმძღვანელი ქეთევან წიკლაური და ივო ბოსვაიკი) ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ანსამბლები ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ და  ქართული-ხალხური ასევე  ქალაქური სიმღერები შეასრულეს. კონცერტზე, ჰოლანდიელების მიერ ქართულად აჟღერებულ ჰანგებს მსმენელის განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. ანსამბლმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულა როგორც ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები, ისე ქართველი კომპოზიტორების უკვდავი მელოდიები. კონცერტი კიდევ უფრო საინტერესო გახდა ანსამბლ „კახორის“ მიერ წარმოდგენილი მრავალხმიანმა რეპერტუარით. სცენაზე, ანსამბლების „მერანის“ და „კახორის“     ერთობლივი მონაწილეობით შესრულდა რ. ლაღიძის სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“.  კონცერტის წამყვანმა ირინე ჩხეიძემ (ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი)„კახორისა“ და „მერანის“ მეგობრობის შესახებ ისაუბრა. კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და აბლოდისმენტების თანხლებით დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხარაგაულის საზოგადოება.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgchjfcgbvmnvcb.JPG
23/10/2018 17:07

კალათბურთში ვერტყვიჭალისა და N 3 საჯარო სკოლის გუნდებმა გაიმარჯვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და ტურიზმს ხელშეწყობის ცენტრის  მხარდაჭერით ხარაგაულში სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ტარდება. 23 ოქტომბერს კალათბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ვერტყვიჭალის, კიცხის, ვარძიის, საღანძილის, ხევის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის, N2 და N3 საჯარო სკოლების გოგონებისა და ვაჟების გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონებს შორის პირველობა N 3 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟებს შორის ვერტყვიჭალის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება. გამარჯვებული გუნდები იმერეთის მასშტაბით გამართულ რეგიონულ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგი თამაში მინი ფეხბურთში 1-2 ნოემბერს, ხოლო  მხიარული სტარტები 9 ნოემბერს გაიმართება.
სრულად