კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfghdxjmghm.JPG
28/01/2019 15:48

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ინიციატივით ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში  "ზამთრის თასის" ჩემპიონატი გაიმართა. დღეს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტსკოლის გუნდებს შორის, რომელთა შორის სპორტსკოლის გუნდმა გაიმარჯვა და თასი მოიპოვა. ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდნენ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“, ხარაგაულის მერიის, ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ და სატყეო სამსახურის გუნდები.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dfxgfdghjngh.jpg
21/01/2019 12:54

2017 წლის წარმატებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ

ხარაგაულელ მოსწავლეებს, რომელთაც სასწავლო წელი 2017 წელს დაამთავრეს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.  საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დესწრო. მერმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 19 წარჩინებულ მოსწავლეს, რომელთა უმრავლსეობაც უკვე სტუდენტია დიდი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის შინაგანი კულტურა განათლებაზეა დამოკიდებული.  2016-2017 სასწავლო წელს ხარაგაულში 14 ოქროს და 5 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdgfhfhjcghn.jpg
16/01/2019 17:29

პრემიერა - „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ხარაგაულში

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა პრემიერა გამართა. სპექტაკლი „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“ ირაკლი სამსონაძის პიესის მიხედვით, ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა და ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა. პრემიერას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სპექტაკლმა ანშლაგით, მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა.  სპექტაკლში მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე  კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლია თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfghjhgkjhk.jpg
14/01/2019 17:06

ხარაგაულის მერმა თეატრალურ საზოგადოებას ქართული თეატრის დღე მიულოცა

„ქართული თეატრის დღეს გილოცავთ ჩემო ნიჭიერო ხალხო. ხარაგაულის და ამ ხალხის სიყვარულით, რომ აკეთებთ წარმოუდგენლად ბევრს და ძალიან ხარისხიანად, ამას აქვს უდიდესი მნიშვნშვნელობა და ეს არის პროფესიონალიზმი. იცით, რომ ნებისმიერ დროს ვარ თქვენ გვერდით და რაც შემეძლება ხელშეწყობას არ დავიშურებ.“  - ამ სიტყვებით მიულოცა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა,  ნიკოლოზ თოფურიძემ ოთარ აბაშიძის სახალხო და რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრის წარმომადგენლებს  ქართული თეატრის დღე  და მათ შემოქმედებითი წინსვლა უსურვა. საქართველოში პირველი სპექტაკლი - „გაყრა“ გიორგი ერისთავმა 1850 წლის 14 იანვარს  დადგა. სწორედ მოვლენას უკავშირდება ქართული თეატრის დღის აღნიშვნა.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdghjcvb_1.jpg
11/01/2019 11:54

სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი გიწვევთ სპექტაკლის - “ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი” პრემიერაზე. სპექტაკლი გაიმართება 16 იანვარს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში. პიესის ავტორი - ირაკლი სამსონაძე რეჟისორი - ირინე ჩხეიძე მხატვარი - გაიოზ შუბითიძე გრიმი - ლია თაბუკაშვილი მუს.ოპერატორი - დავით კვირიკაშვილი განათება - ირაკლი შარიქაძე ტექნიკური მხარე -ზაზა ტაბატაძე, ავთო კვირიკაშვილი, ბათუ კიკნაძე მონაწილეობენ: ინდაური ინდიკო - დავით ჭყოიძე თოვლის პაპ - ნიკოლოზ წიკლაური ბაბალე - ლუიზა კიკნაძე კომბლე - გიორგი ჭიპაშვილი ცხვარი - მაია ბერაძე მგელი - ვასილ კიკნაძე მელია კუდაგრძელია - ლია ჭიპაშვილი ნაცარქექია - გიორგი მაქაძე დევი - ბექა ხიჯაკაძე ბილეთები 14 იანვრიდან  გაიყიდება კინოთეატრის სალაროში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0372.JPG
03/01/2019 17:15

ზღაპრის გმირების შოუ პატარებისთვის

ხარაგაულის მერიის ინიციატივით წინასაახალწლოდ, ხარაგაულელი პატარებისთვის, ღის ცის ქვეშ, საახალწლო ნაძვის ხესთან ზღაპრის გმირების შოუ მოეწყო.  ქუთაისის საბავშვო თეატრ „მოდუსის“ მსახიობებმა ბავშვებს ნადმვილი საახალწლო დღესასწაული მოუწყვეს. ქართული და უცხოური მულტფილმების გმირები პატარებს ორი საათის განმავლობაში ართობდნენ. იყო სახალისო თამაშები და საინტერესო წარმოდგენები, რომელიც ბოლოს თოვლის ბაბუას სტუმრობით დასრულდა. ბაშვებმა ხარაგაულის ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუასთან ფოტო სესია მოაწყვეს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0164_2.JPG
03/01/2019 15:19

ხარაგაულში ზამთრის ბაშო ჩატარდა

29 დეკემბერს, ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი გაიმართა.  ტურნირის გამარჯვებული ზურაბ აქუბარდია გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხარაგაულელი ლადო არევაძე დაამარცხა.  სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატის გამარჯვებულს 1050 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ, ლადო არევაძეს, ბაშოს სპონსორებისგან 550 ლარი ერგო.  ზამთრის ბაშოს იოკუძუნა საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის მიერ დაწესებული თასით დაჯილდოვდა, მან ასევე, საჩუქრად მიიღო „კავკასია ფუდის" მიერ დაწესებული 200 ცალი ხინკალი და სარეაბილიტაციო ცენტრისგან „მოძრაობა თავისუფლებაშია“  2 კვირიანი სამედიცინო ვაუჩერი. ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხებულ მონაწილეებს ბაშოს სპონსორებისგან 100-100 ლარი ხვდა წილად. სუმოს ჩემპიონატს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ სპორტით დაინტერესებული გულშემატკივარი დაესწრო.  ზამთრის ბაშოს გენერალური სპონსორი გახლდათ შპს "ჯეო ჯაპ მოტორსი" - უმაღლესი ხარისხის იაპონური საბურავები.  ოფიციალური მედია პარტნიორი - Live.ge ზამთრის ბაშოს მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/49074782_2232541376776885_974780503280320512_o.jpg
28/12/2018 16:21

ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ საქართველოს თასი მოიგო

ხარაგაულელი ზაურ ბერაძის გამარჯვებით დასრულდა 23 წლამდელთა შორის 86კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში.  დაძაბულ ორთაბრძოლაში ზაურ ბერაძემ მირიან მაისურაძეს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.  სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიღებული შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრები, რომლებიც მარტში სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.  ვულოცავთ ზაურს საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0142.JPG
25/12/2018 18:55

საახალწლო კონცერტი მუსიკალურ სკოლაში

დღეს, 25 დეკემბერს, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.   სკოლასთან არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ბენდმა „გრავემ“ მსმენელისთვის ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები წარმოადგინა. ინსტრუმენტალურ საკრავებთან ერთად, მუსიკალური სკოლის პედაგოგებისა და  აღსაზრდელების მიერ შესრულდა სხვადასხვა ვოკალური ნომრები.  ღონისძიებაზე გაიჟღერა „გოგონათა ვოკალური ანსამბლის“, „ბიჭუნათა კვარტეტის“, „მუსიკალური სკოლის კვარტეტისა“ და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მუსიკალურმა ნომრებმა. სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ 2018 წელი შეაჯამა და ერთი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და  აღსაზრდელების წარმატებების შესახებ ისაუბრა. საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე. ნიკოლოზ თოფურიძემ სამუსიკო  სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს  მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხარაგაულის მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება დასტურია იმისა, თუ როგორი ნიჭიერი და მუსიკალური თაობა იზრდება ხარაგაულში. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0095.JPG
24/12/2018 19:44

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“-  ფინალში გიმნაზიამ გაიმარჯვა

24 დეკემბერს ხარაგაულის კინოთეატრში, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალური შეხვედრა ჩატარდა.   კონკურსის გამარჯვებული წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მოლითის საჯარო სკოლის გუნდს. პროექტში მონაწილეთა შედეგებს სპეციალური ჟიური აფასებდა. ფინალურ შეხვედრაში მოლითის, მარელისის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების, ხარაგაულის გიმნაზიისა და ბორის სკოლა პანსიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემეცნებითი კონკურსი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.    გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ერთ დღიან ტურს მოუწყობს ბაკურიანში. ტურიზმისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინიციატივით, კი 2019 წლის ზაფხულზე ფინალში მონაწილე გუნდები ზვარის კარვების ბანაკში უფასოდ დაისვენებენ.  
სრულად