ჯანდაცვა და სოციალური
http://new.admin.kharagauli.ge/images/FamilyMedicine1-435x235.jpg
24/07/2019 15:38

ვარძიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

26 ივლისს, ხარაგაულის სოფელ ვარძიაში, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. „ბომონდი“ შენი ჯანმრთელობისთვის“, -აღნიშნული სლოგანით ქუთაისში არსებულმა "კლინიკა ბომონდმა" იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევების აქცია დაიწყო. პროექტი, რომელიც მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისის მიწოდებას საცხოვრებელ ადგილზე ითვალისწინებს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მის მიზანს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. სამედიცინო აქცია, დილის 11 საათიდან, ვარძიის საჯარო სკოლაში დაიწყება, მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ, მიმდებრე სოფლების კიცხის, წყალაფორეთის და ხიდრის მოსახლეობამ. აქციის ფარლებში, ადგილობრივები 12 სხვადასხვა პროფილის ექიმის (დერმატოვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ექოსკოპისტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, ბავშვთა ქირურგი) მომსახურებას მიიღებს. „კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა, რომელიც 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. „კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0211_1.JPG
05/07/2019 17:37

ხარაგაულის საავადმყოფოში თვალის ოპერაციები ტარდება

ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება ადგილობრივებს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს.  მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, კლინიკაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები გაიკეთონ.  რამდენიმე  ოპერაცია პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად  უკვე  ჩაატარა, რომელმაც წარმატებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე  ჩაიარა. მომსახურების ხარისხით კი პაციენტები კმაყოფილი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ საშას ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამჟამად თბილისში სხვადასხვა წამყვან კლინიკებში საქმიანობს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1982-1986 წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ოფთალმოლოგი; 1986-1988 წწ. გახლდათ რესპუბლიკური  ოფთალმოლოგიური ცენტრის  პროფესორი, განყოფილების გამგე; 1989 წლიდან კი აღნიშნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. იგი ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის - კატარაქტის, გლაუკომის, თვალის ტრავმატიზმის, ბადურის ჩამოშლის  პრობლემებზე. ,,-ერთი  წელია,  რაც  ხარაგაულში ჩამოვდივარ და ოპერაციებს ვაკეთებ.  მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია, რაც ნამდვილად მისასალმებელია.   კლინიკამ მოიპოვა  პაციენტების ნდობა.   იშვიათია,  ასეთი თბილი და მეგობრული  გარემო  სადმე შეგხვდეს,   მედპერსონალი   მოტივირებულია,  იმუშაოს   ხარისხიანად.  ძალიან  ბევრ  რეგიონში დავდივარ და  თამამად  შემიძლია ვთქვა, რომ  ხარაგაულის საავადმყოფო    თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. აქვე არ შემიძლია არ  ვისაუბრო  საყოველთაო  ჯანდაცვის პროგრამაზე. ეს არის  უპრეცედენტო პროგრამა, რომელმაც ბევრ მოქალაქეს სიცოცხლე  აჩუქა“.-აღნიშნავს  ჩვენთან საუბარში    საშა ალექსიძე. გიორგი ამურველაშვილი, რომელიც  ხარაგაულის კლინიკის დირექტორად  სულ  რამდენიმე ხანია, დაინიშნა, ამბობს, რომ  სამედიცინო დაწესებულებაში,  გარდა თვალის ოპერაციებისა, სხვა ოპერაციებიც კეთდება და მაქსიმალურად დაცულია პაციენტების უსაფრთხოება. მისივე ინფორმაციით,  კლინიკა  ადგილობრივებს  სრულ ამბულატორიულ გამოკვლევასა და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.  ,,გვყავს საუკეთესო მედპერსონალი და  კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე  აპარატურით.  პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ   კარდიოლოგის, ქირურგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, პედიატრის   კონსულტაციები  და ჩაიტარონ ექოსკოპიური კვლევები.   მალე ჩვენს გუნდს შემოუერთდება  ახალი რეანიმატოლოგი და კიდევ უფრო გამართულად იფუნქციონირებს  რეანიმაციული განყოფილება.  აქვე მოგახსენებთ, რომ   რეგიონული   ჯანდაცვის  ცენტრის დირექტორი  ნუგზარ ბოლქვაძე, მაქსიმალურად, მთელი შესაძლებლობით  ცდილობს, ხარაგაულის მოსახლეობამ  ადგილზე მიიღოს სრული სამედიცინო მომსახურება და  არ მოხდეს პაციენტების სხვა რაიონში გადინება.“ -განმარტავს ბ-ნ გიორგი. შეგახსენებთ, რომ თვალის ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს  ის ფაქტიც, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ,  ისარგებლონ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით.  კერძოდ,მოქალაქეებს   დარჩენილი ხარჯის -50% ადგილობრივი ბიუჯეტიდან  უფინანსდება.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0743.JPG
20/05/2019 11:12

ხარაგაულში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე გამოკვლევები ჩატარდა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით, ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოკვლევები. აქცია, რომელიც  ხარაგაულის საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა, დაბა ხარაგაულსა და სოფელ ბირითში გაიმართა. დაბა ხარაგაულში გამართულ აქციაში ჩართული იყვნენ ზედა ზონის, ხოლო ბორითში ტრასისპირა სოფლების მოსწავლეები. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენლის, თათია ბლუაშვილის ინფორმაციით, გამოკვლევებისთვის მოწვეული ჰყავდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოკრინოლოგ-რადიოლოგი, გულიკო ქაჯაია და ლაბორანტი, ქეთევან უბაშვილი. აქციის ფარგლებში სულ 259 ბენეფიციარი გამოიკვლიეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006.JPG
15/04/2019 17:02

ხარაგაულში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

12 აპრილს, ხარაგაულში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი”-ისა და დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით დაბა ხარაგაულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო აქცია, ხრაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 114 ბენეფიციარმა მიიღო მაღალი ხარისხის მომსახურება. მათ ასევე, გაეწიათ ექიმის კონსულტაცია.    აქციაში კორპორაცია „ევექსის“ ქუთაისის წამყვანი ექიმები მონაწილეობდნენ: დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ვაშაყმაძე, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგები, ელისო ჩაფიძე და სალომე ბენიძე, ანგიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დავით კოვზირიძე, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩეჩელაშვილი, ქუთაისის რეგონალური ჰოსპიტალის ოფთალმოლოგი, ნათია დავითულიანი, ონკოლოგიის ცენტრის რადიოლოგი რუსუდან ძოწენიძე, გინეკოლოგი შორენა სიხარულიძე. კორპორაცია „ევექსის“ რეგიონალური წარმომადგენლის, თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, ასეთი სახის აქცია ხარაგაულში კიდევ დაიგეგმება, რომელიც სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.   აქციის პარალელურად, კარდიოქირურგმა, ნიკოლოზ ვაშაყმაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ოჯახის ექიმებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა.  სადაც   კარდიო პაციენტების მართვის პრინციპებზე, კარდიოქირურგიული დეპარტამენტის მიღწევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjk%2Chvbmnvbn.jpg
03/04/2019 11:02

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე ხარაგაულში

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ხარაგაულში აუტისტური სპექტრის მატარებელი სოსო კვირიკაშვილი სოფელ ღარიხევში ცხოვრობს. სოსო 9 წლისაა, კვირაში 3 დღე სკოლაში, ხოლო ორი დღე დღის ცენტრ „ორიონში“ დადის.  სოსოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძე და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ესტუმრენ და საჩუქრად ილუსტრირებული წიგნი გადასცეს. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbncbv.jpg
18/03/2019 16:30

ხარაგაულის მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდება

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველო, ხარაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.  აღნიშნულის შესახებ იმსჯელეს, 15 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან კლინიკა ევექსის რეგიონალურმა წარმოამადგენელმა, თამარ ჩინჩალაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ.  თამარ ჩინჩალაძის ინფორმაციით, პირველ რიგში, 26 მარტს, ევექსის კლინიკაში მიიწვევენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებული ოჯახის ექიმებს, სადაც საინფორმციო ხასიათის შეხვედრასთან ერთად ექიმები ევექსის ქსელის სერვისებს გაეცნობიან და უშუალოდ ნახავენ გარემოს, თუ სად უწევთ მათ მიერ გამოგზავნილ პაციენტებს გამოკვლევების ჩატარება. ექიმების ვიზიტთნ დაკავშირებულ საორგანიზაციო ხარჯებს დაფარავს ევექსის ქსელი. რაც შეეხება უფასო სამედიცინო აქციას! გამოკვლევების ჩატარება იგეგმება ორ ზონაზე. ეს იქნება დაბის(ხარაგაული) ზონა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლების ზონა (ბორითი). პაციენტებს მოემსახურებიან ევექსის კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები და მათ შემდეგი სერვისების მიღების საშუალება ექნებათ: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში, პრევენციული გამოკვლევები, საშვილოსნოს, კოლორექტალის, პროსტატის და მკერდის სისმსივნური დაავადებების პრევენციის მიზნით. ანგიოქირურგია; კარდიოლოგია; ენდოკრინოლოგიური სერვისი; გინეკოლოგიური სერვისი; ექსკოპია; ზოგადი ქირურგია. პაციენტებს საშუალება ექნებათ უფასოდ გაიარონ ექიმთან კონსულტაციები. ასევე, მნიშნელოვანია, რომ რადიოლოგები ადგილზე მოახდენენ დიაგნოსტირებას და დამატებითი კვლევების აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება პაციენტის გადამისამართება, რის შემდეგაც ისინი უკვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიიღებენ საჭირო მომსახურებას.  როგორც კი ცნობილი გახდება ექიმების ვინაობა და თარიღი, რომელ დღეებში ჩატარდება გამოკვლევები, დაუყოვნებლივ გავავრცელებთ ინფორმაციას! 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjnxcvb.JPG
26/02/2019 16:58

სისხლის გადასხმის აქცია ხარაგაულში

26 თებერვალს ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობდა. სისხლის ბანკის მობილურ ჯგუფს, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე შეხვდა. როგორც თემურ ჩხეიძემ განაცხადა, ხარაგაულის მერია დონაციის აქციაში ყოველთვის მონაწილეობს და ხელს უწყობს სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.  საქველმოქმედო აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანმაშრომლები ჩაერთვნენ, რომლებსაც სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი თანამშრომლები მოემსახურნენ. სისხლის ბანკის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მერიას და აქციაში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/azdghxfgjgd.jpg
10/01/2019 16:43

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში „ტამიფლუ“ უფასოდ გაიცემა

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, პაციენტებისთვის მკურნალობის ადრეულ ეტაპზევე ანტივირუსულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს პრეპარატ  ''ტამიფლუს '' გარკვეული რაოდენობა გადასცა. პრეპარატი გაიცემა ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველ პირებზე, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის,ონკოლოგიური ) დაავადებულ პირებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმის მიერ ფორმა #100 ში, მითითებული იქნება პრეპარატის საჭიროების შესახებ. ფორმა #100-თან ერთად პაციენტმა უნდა წარმოადგინოს რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე 577 140 192 ლელა კაციტაძე,  577 927 267 შმაგი ხიჯაკაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjlkghjkfvhjnm.jpg
09/01/2019 10:43

საშობაო ტკბილეული 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საშობაო ტკბილეული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.                
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fxghxfncfvnb_1.jpg
09/01/2019 10:37

საახალწლო-საქველმოქმედო აქცია

საახალწლო-საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მარტოხელა დედას, თეა დევდარიანს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. თეა დევდარიანი შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობს. დედა-შვილი სათნოების სახლში ყოველდღიურად იკვებებიან და სოციალურ დახმარებას იღებენ.  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, მერია გეგმავს, მომავალი წლიდან ოჯახის ბინის ქირის ხარჯები უზრუნველყოს.        
სრულად