სოფლის მეურნეობა
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghmncb.jpg
21/05/2019 16:24

გიწვევთ მეფუტკრეებს!

ხარაგაულის ტერიტორიაზე მცხოვრებ გამოცდილ და დამწყებ მეფუტკრეებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზრდასრულთა განათლების ცენტრი  გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც მეფუტკრეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ. შეხვედრას  პრაქტიკოსი მეფუტკრე გიორგი ლომსაძე გაუძღვება. მობრძანდით 29 მაისს 10:30 საათზე, მისამართზე სოლომონ მეფის ქუჩა N19ა (ყოფილი პოლიციის შენობაში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელს მანანა ტაბაშიძეს. ტელ: 577 64 04 00
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvncvb_1.jpg
05/04/2019 12:58

კენკროვანი კულტურების პროექტში ხარაგაულიდან 16 ბენეფიციარი ჩაერთო

2019 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროექტ „დანერგე მომავალი“-ის ფარგლებში ახალი ქვეკომპონენტის კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება დააფინანსა. სოფლის მეურნეობის ხარაგაულის საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლის, ნათია ბერაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ხარაგაულიდან 16 ფიზიკური პირი დაფინანსდება. ხარაგაულელ ბენეფიციარებს უკვე გავლილი აქვთ ტრენინგებისა და ტესტირების ეტაპი, შემოდგომაზე კი კენკროვანი კულტურების გაშენებას დაიწყებენ.  ხარაგაულში (მოლითი, ზვარე, საბე, კიცხი, ვარძია, ბორითი და ჩხერი) 3, 68 ჰექტარზე ბენეფიციარებმა ძირითადად ჟოლოს გაშენება გადაწყვიტეს. ორი ბენეფიციარი მაყვალს, ხოლო ერთი მოცვს გააშენებს. კენკროვანი კულტურების გასაშენებლად ნიადაგი შემოწმებულია. მათთვის ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს პროექტში განაცხადების მიღება 1 ივნისიდან განახლდება და  31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხარაგაულის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ერთი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ მოსახლეობას და კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის საჭირო პროცედურებს აცნობდნენ. შეგახსენებთ, რომ „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“ ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების  100%  დაფინანსებას,  0.15 ჰა - დან   0.5  ჰა - ს ჩათვლით ,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. იმ შემთხვევაში თუ გასაშენებელი ფართობი ნაკლებია ან მეტია 0.5 ჰა-ზე, ნერგების რაოდენობა განისაზღვრება გასაშენებელი ფართობის პირდაპირ პროპორციულად 0.5 ჰა-სთან მიმართებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას იმ პოტენციური ბენეფიციარებისათვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში  პირველ ეტაპზე  შესაბამის დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტესტირება შესწავლილ საკითხებში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/49698537_2282305368683290_7188434983189479424_o.jpg
08/01/2019 16:03

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

5 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით, ვიდეო კონფერენცია იმერეთის მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებისთვის გამართა, რომლებმაც პროგრამის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღონ.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა, ადმინისტრაც იის სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა და მერის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2019 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს.  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომლის საერთო ბიუჯეტმა 20 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტების შერჩევა მოსახლეობის გადაწყვეტილებით, იმ საერთო კრებების სხდომებზე მოხდება, რომელიც პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში ჩატარდება.  დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - ▪  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება;  ▪  ნაპირსამაგრი სამუშაოები;  ▪  გზების და ხიდების მოწესრიგება;  ▪  გარე განათების ქსელის მოწყობა; ▪  სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა.  საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ანუ, 3 569 000 ლარი ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 430 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო.  ვიდეო კონფერენციის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ldfjhfkghh.jpg
08/10/2018 11:27

 ვერტყვიჭალასა და მოლითში  პროექტის - „დანერგე მომავალი“ შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის სოფლებში ვერტყვიჭალასა და მოლითში, კენკროვანი კულტურების განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში იმერეთის მხარის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე და სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, რუსუდან ძიძიშვილი მართავენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ. ხარაგაულის სოფლებში შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/sgysdfghfhfhj_1.png
25/09/2018 12:53

კენკროვანი კულტურების გაშენება ხარაგაულში 100%-ით დაფინანსდება

ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნათია ბერაძემ მოსახლეობას სახელმწიფო პროექტში - „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებები გააცნო. პროექტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულშიც, 100%-ით დაფინანსდება. შესაძენი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ნერგების ღირებულება 100%-ით დაფინანსდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვევაში კი  ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებიც. ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული  მაცივარკონტეინერი (საშუალოდ 20 ტონიანი ტევადობით). ტერიტორიაზე სადაც ბენეფიციარი გეგმავს ბაღის გაშენებას აუცილებელია არაუმეტეს 500 მეტრში იყოს წყლის სათავე ნაგებობა და ელექტროენერგიის წყარო არაუმეტეს 800 მეტრში. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შენობა-ნაგებობები და ნარგავები. გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში პირველ ეტაპზე წარსადგენ დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში. ბენეფიციარის გამარჯვების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ  შემოწმდება მიწის ვარგისიანობა კენკროვანი მცენარეებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს. ნათია ბერაძე ტელ: 599 85 26 01 ასევე, მერის წარმომადგენელს თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულში.    
სრულად