სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0298.JPG

მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობა საკრებულომ დადებითად შეაფასა

5 აგვისტოს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხიდან, დეპუტატებმა მხოლოდ 4 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა,  2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია ვეღარ მოისმინეს, რადგან ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა, აღნიშნული საკითხის განხილვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანდასწრებით მიიჩნია მიზანშეწონილად. ვინაიდან, საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის პროცესში ვერცერთმა მის მიერ ხსენებულმა თანამდებობის პირმა ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა,  ფრაქციის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, რის გამოც ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გადაიდო.  

რაც შეეხება სხვა საკითხებს, დეპუტატებმა მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურების ანგარიში, 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ, დადებითად შეაფასეს.

ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს ასევე, ორი საკითხი:

ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის, 1 ივლისის N18 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

როდის გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინონ ჯერ ჯერობით უცნობია.

ნანახია: 295 - ჯერ